Opel Adam Caught Naked During Photo Shoot in
Spain
6 ივლისი
ამ ავტომობილს „ოპელი“ საგულდაგულოდ გვიმალავს -
აქამდე მისი მხოლოდ სახელი გაგვიმხილა და ისიც, სამნაწილიანი „კომიქსის“
დახმარებით. რიუსელსჰაიმელები ამ ავტომობილის პარიზის მოტორ შოუზე პრემიერას
გეგმავენ და მანამდე მის შესახებ მხოლოდ მწირი ინფორმაციის გავრცელებას სჯერდებიან.
ფოტოებზე ლაპარაკიც არ იყო...
მაგრამ მსტოვრულმა ობიექტივებმა ეს პატარა
ავტომობილი, უფრო სწორედ, მისი სატესტო მცირე კოჰორტა ესპანეთის სოფელ მინიანოს
მახლობლად დააფიქსირეს. თან ისე, რომ მანქანებს კამუფლაჟის ნიშანწყალიც არ ეტყობა.
„ოპელის“ პოზიცია გასაგებია - ამ ავტომობილით, თვით „ფიატის“ პოპულარული „ჩინკვეჩენტოს“
და „მინის“ კონკურენციას გეგმავს.
მინიანოში გადაღებულ ფოტოებზე ოთხი „ადამია“
დაფიქსირებული. ყველა ორ ფერშია გაწყობილი. უკვე შეიძლება გარეგნობის ზოგიერთ
დამახასიათებელ ნიშანზე ლაპარაკი. მაგალითად, ასეთია ზორბა უკანა საყრდენი, რომელიც
ძარასთან შეხების ადგილისკენ დავიწროებულია, რადიატორი, რომელიც ბამპერში ზის, გამოკვეთილი
უკანა ფრთასხმულობა, რომელიც მიგვანიშნებს, რომ ადამი ტემპერამენტიანიც იქნება...
შეგახსენებთ,
რომ „ადამის“ სიგრძე 3.70 მეტრია, ანუ თითქმის „მინის“ სამკარიანი ჰეჩბეკის ტოლი
და „ფიატ 500-ზე“ 154 მილიმეტრით გრძელია. ჯერჯერობით უცნბია ძრავების გამა, რომლებიც
„ადამისთვისაა“ განკუთვნილი. დიდი ალბათობით, ამ გამაში ბენზინის და დიზელის მცირელიტრაჟიანი
სამცილინდრიანი ძრავები შევა.
No comments:
Post a Comment