6 ივლისი
ძლიერმა წვიმამ, პარასკევის თავისუფალ პრაქტიკებს
ყოველგვარი მნიშვნელობა დაუკარგა - გუნდებმა ვერც მოდიფიკაციების საქმეში გამოცდა
შეძლეს და ვერც სარბოლო რეჟიმში მანქანების მომართვა. ,ხოლოდ არაფრისმთქმელი
დროები დაფიქსირდა. ზოგმა პილოტმა კი ტრასაზე გამოსვლისგანაც თავი შეიკავა.
პირველ სესიაზე, ყველაზე სწრაფი ფრანგი რომენ
გროჟანი იყო, რომელიც მეორე სესიაზე ტრასაზეც არ გამოსულა. მეორე სესიაზე კი
ყველას ლუის ჰამილტონმა აჯობა, რომელმაც ფრანგის პირველი სესიის დრო ოდნავ
გააუმჯობესა. მასთან ერთად, ბოქსებში მყოფ გროჟანის პირველი სესიის დროს იაპონელმა
კამუი კობაიაშიმ და მიხაელ შუმახერმაც
აჯობეს.
სველმა ტრასამ, უფრო სწორედ, დატბორილმა ტრასამ კი
რამდენიმე ავარია გამოიწვია. ჯერ ბრუნო სენამ სწორზე თავის „უილიამსზე“ მართვა
დაკარგა, როდესაც გუბეზე გაიარა. ამან, უმართავი მანქანა ბარიერზე მიაგდო. პილოტს
არაფერი მოსვლია, მისი ბოლიდი კი სერიოზულად დაზიანდა. ამის გამო, სესია ათი წუთით
შეწყდა. აღსანიშნავია, რომ სენა სილვერსტოუნზე ფ1-ის რბოლაში პირველად
იასპარეზებს. თუმცა ინციდენტი მისი გამოუცდელობის გამო არ მომხდარა.
ამის დასტურია ის ფაქტი, რომ ზუსტად იგივე ინციდენტი
მოგვიანებით ჩემპიონატის ლიდერ ფერნანდო ალონსოსაც შეემთხვა. მისი მანქანაც
დაზიანდა, თუმცა არა იმდენად, როგორც „უილიამსი“.
აღსანიშნავია, რომ ჰამილტონს ბრიტანული რბოლა თავის
საჩემპიონ სეზონში - 2008 წელს აქვს მოგებული. მას შემდეგ კი სილვერსტოუნზე
ბრიტანელ პილოტებს რბოლა აღარ მოუგიათ.
დაკიდევ, ძლიერმა წვიმამ პრობლემები არამხოლოდ რბოლის
მონაწილე გუნდებს და პილოტებს შეუქმნა. ავტოდრომზე მისასვლელი გზა მანქანებით
ჩაიხერგა. ბევრმა ბილეთიანმა, პირველ სესიას კი არა, მეორესაც კი ვერ მიასწრო. და
ამის მიუხედავად, პრაქტიკებს მაინც საკმაოდ ბევრი მაყურებელი დაესწრო.
სინოპტიკოსები კი რბოლისთვისაც ასეთ ამინდს პროგნოზირებენ...
ბრიტანეთის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:56.552
2. დანიელ
რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:56.827
3. ლუის
ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:57.174
4. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:57.664
5. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:58.119
6. მარკ
უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:58.463
7. კამუი
კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:58.483
8. მიხაელ
შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:58.493
9. ნიკო
როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:58.942
10. ჟან-ერიკ
ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:59.076
11. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:59.414
12. ვიტალი
პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი) 1:59.614
13. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:59.733
14. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი) 1:59.787
15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 2:00.125
16. კიმი
რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) 2:00.253
17. ჯენსონ
ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 2:01.834
18. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია) 2:01.835
19. პედრო
დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია) 2:04.341
20. დანი კლოსი (ესპანეთი, ისპანია) 2:05.022
21. შარლ
პიკი (საფრანგეთი, მარუსია) 2:11.760
22. ფერნანდო
ალონსო (ესპანეთი, ფერარი) დროის
გარეშე
23. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) დროის
გარეშე
24. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, ფორს ინდია) დროის
გარეშე
მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. ლუის
ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:56.345
2. კამუი
კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:56.474
3. მიხაელ
შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:56.545
4. ნიკო
როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:56.567
5. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:57.493
6. ჯენსონ
ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:57.948
7. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი) 1:58.580
8. კიმი
რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:58.897
9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:58.943
10. ფერნანდო
ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:59.015
11. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:59.429
12. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:59.472
13. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:59.476
14. ჟან-ერიკ
ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:59.854
15. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 2:00.565
16. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია) 2:00.820
17. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი) 2:01.099
18. ვიტალი
პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი) 2:01.348
19. შარლ
პიკი (საფრანგეთი, მარუსია) 2:03.719
20. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 2:04.774
21. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) დროის გარეშე
22. დანიელ
რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) დროის
გარეშე
23. მარკ
უებერი (ავსტრალია, რედ ბული) დროის
გარეშე
24.
პედრო
დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია) დროის
გარეშე
ასევე წაიკითხეთ (საინტერესოა)
No comments:
Post a Comment