Friday, July 6, 2012

სპორტული „რეინჯ როვერ ევოკ R“ - კომპიუტერული ვერსია


Artist Imagines Sporty Range Rover Evoque R with Supercharged V6
6 ივლისი
ერთი წელია, რაც „ლენდ როვერმა“ ბაზარზე უგზოობის კომპაქტური „ევოკი“ გამოუშვა და ამ დროის განმავლობაში, ინტერნეტში არ წყდება ლაპარაკი იმაზე, რომ ინგლისური კომპანია ამ ავტომობილის სპორტული, სამკარიანი ვერსიის გამოშვებასაც აპირებს, რომელიც მყიდველს შესანიშნავი ტემპერამენტით მიიზიდავს.

ეს ინფორმაცია თავად „ლენდ როვერს“ არ დაუდასტურებია, თუმცა ასეთი ავტომობილის გამოშვების ალბათობა მაინც დიდია. და ყველას პირველ რიგში, ერთი რამ აინტერესებს, როგორი იქნება სპორტული „ევოკი“? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ბევრი დამოუკიდებელი დიზაინერი ცდილობს, მათ შორის, ვებგვერდ PS-გარაჟის (ფოტოშოპ გარაჟი) სპეციალისტებიც, რომელთა საქმე სწორედ ასეთი, ჯერ არარსებული ავტომობილების წარმოსახვაა.
PS-გარაჟმა თავის სპორტულ „ევოკს“ ინდექსად R მიუწერა. კონცეპციის განმარტებაში კი მითითებულია, რომ ავტომობილი იმ 3.0-ლიტრიანი V6 მექანიკურდამჭირხნიანი ძრავით აღიჭურვება, რომელიც „იაგუარ ლენდ როვერმა“ ახლახანს შეიმუშავა. ამ ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე 375 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 460 ნიუტონმეტრია და მას პირველად „იაგუარის“ როდსტერ F-ტაიპზე გამოიყენებენ, რომლის ტესტირებაც უკვე მთავრდება.
რაც შეეხება სპორტული „ევოკის“ გარეგნობას, როგორც სპორტულ ავტომობილს შეეფერება, ის უფრო აგრესიულად გამოიყურება. უპირველესად, ყურადღებას ბორბლების გაფართოებული თაღები იქცევს. ამ თაღებს შავი არჩიები გასდევს, მათ შიგნით კი ჩვეულებრივზე ზორბა ბორბლები მოთავსებულა. უფრო გამოკვეთილია ჰაერის ამღებები. შესაბამისად, შეიცვალა ბამპერის მოყვანილობა. რაც მთავარია, შემცირებულია კლირენსი...

No comments:

Post a Comment