Friday, July 6, 2012

„ბენტლიმ“ უგზოობის კონცეპტუალური EXP 9 F განაახლა (ვიდეო)

Bentley Drops New Images and a Video of EXP 9 F SUV Design Concept
6 ივლისი
გარეგნულად, ამ მანქანას განახლებისა ბევრი არაფერი ეტყობა, მაგრამ როგორც ჩანს, „ბენტლიმ“ ჩათვალა, რომ მის დიზაინში შესაცვლელი არაფერი იყო. მანქანა უკვე იხილა გუდვუდის სიჩქარის ფესტივალის დამსწრე საზოგადოებამ, მალე ის პებლ ბჩის ელეგანტურობის ფესტივალზეც გამოჩნდება, რის შემდეგაც ალბათ პარიზის მოტორ შოუზე ვიხილავთ.
სხვათა შორის, ამ ავტომობილის სარბოლი ვერსიით, „ბენტლი“ მერმისს დაკარის რალი მარათონზე აპირებს გამოსვლას. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ამერიკის მთებსა და უდაბნოში, წინა სამ სეზონში „ფოლკსვაგენ ტუარეგი“ ბატონობდა. მაგრამ ვოლფსბურგელებმა პროფილი შეიცვალეს და რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა გადაწყვიტეს, რისთვისაც „პოლოს“ ამზადებენ. დაკარის სარბიელი კი „ბენტლის“ დაუთმეს, რომელიც „ტუარეგს“ ბაზისად გამოიყენებს.
მოკლედ, როგორც ჩანს, ქრიუში გადაწყვიტეს, რომ კონცეპტუალურ EXP 9 F-ს ბევრი გადაკეთება არ სჭირდება. მითუმეტეს, თუ ეს მანქანა დაკარზე გაიმარჯვებს, მაშინ მისთვის წარმატებული კომერცია გარანტირებული იქნება. ისეთ ქვეყნებში მაინც, სადაც ასეთი დონის ავტომობილებზე მოთხოვნა ყოველთვის არსებობს.
პებლ ბიჩსა და პარიზში კი გამოჩნდება, საზოგადოება ამ ავტომობილს ისევ კრიტიკით შეხვდება, თუ თვალი უკვე მიჩვეულია „რეინჯ როვერის“ მსგავს, საკმაოდ უხეში გარეგნობის „ბენტლის“...

ვიდეო



ასევე წაიკითხეთ

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი



No comments:

Post a Comment