Thursday, July 19, 2012

„ლენდ როვერი“ ამერიკაში „ევოკის“ მიწოდებას გაზრდის


Land Rover will increase U.S. supply of Evoques by fall
19 ივლისი
გასაკვირი არაა, რომ მოდელი, რომელმაც ამერიკის წლის საუკეთესო უგზოობის ავტომობილის წოდება მოიპოვა, ოკეანის გაღმა პოპულარობით სარგებლობდეს. მაგრამ თვით „ლენდ როვერის“ დილერებიც კი აღიარებენ, რომ „ევოკზე“ ასეთ მოთხოვნას მაინც არ ელოდნენ.

ყოველივეს გამო, „ლენდ როვერი“ იძულებულია, თავის ჰელივუდის (ინგლისი) ქარხანაში „ევოკის“ წაროება გაზარდოს. „იაგუარ ლენდ როვერის“ ამერიკული შტოს მთავარი აღმასრულებელი ანდი გოსი ამბობს, რომ სექტემბრიდან ამერიკის ბაზარზე ყოველთვიური მიწოდება, ახლანდელი 750-დან, 1000-მდე გაიზრდება.
ამერიკაში „ევოკის“ გაყიდვა 9 თვის წინ დაიწყო და ამ მოკლე დროში, მიწოდება აშკარად ჩამორჩება მოთხოვნას. გოსი დარდობს, რომ ავტომობილების დროული მიწოდება მთავარი პრობლემაა. აღსაანიშნავია, რომ შარშან სამ თვეში ამერიკაში სულ 2244 ცალი „ევოკი“ გაიყიდა, წელს კი პირველ ექვს თვეში უკვე 4355 ცალია რეალიზებული.
მიუხედავად იმისა, რომ „ევოკის“ მიწოდება შეფერხებით ხორციელდება და „რეინჯ როვერის“ ახლანდელი უგზოობის მოდელი მალე შეიცვლება, ამერიკაში ინგლისური კომპანიის გაყიდვები პირველ ექვს თვეში  მაინც 21 პროცენტით არის გაზრდილი. უფრო მეტიც, გოსი დარწმუნებულია, რომ გაყიდვების ზრდის ტემპი წლის ბოლომდე შენარჩუნდება.
ცნობისათვის, „ლენდ როვერმა“ შარშან ამერიკის ბაზარზე 38 099 ავტომობილი გაჰყიდა. გოსი ამბობს, რომ სახეშეცვლილი „რეინჯ როვერი“ ამერიკაში 2013 წლის პირველ კვარტალში გამოჩნდება.

No comments:

Post a Comment