17 ივლისი
„GT-21 ინვიქტუსი“ მსუბუქ სივრცულ ჩარჩოზეა
აგებული, რომლის შექმნის დროსაც გამოყენებულია საავიაციო ალუმინისა და ზემტკიცე
მსუბუქი ფოლადის ფურცლები. ძარა კომპოზიტური მასალებისგანაა შექმნილი. საერთო
ჯამში, ავტომობილი (ზეთისა და გამაგრილებელი სითხის, ასევე საწვავის გარეშე) მხოლოდ
990 კილოგრამს იწონის.
„GT-21 ინვიქტუსი“ „სუპერ სპორტზე“ 700 მილიმეტრით
გრძელია. მისი სიგრძე 4447 მილიმეტრია, სიგანე 1883 მილიმეტრი, სიმაღლე კი - 1226
მილიმეტრი. ის აღჭურვილია „ბეემვეს“ წარმოების 4.4-ლიტრიანი V8 ტურბოძრავით,
რომელიც 450 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ორმაგი ქუროს დახმარებით, ძრავთან ფ1-ის
ტიპის ტრანსმისიაა დაკავშირებული, რომლის საფეხურებიც, სააჭის რგოლის უკან
მოთავსებული ბერკეტებით იცვლება. მის მიერ გადამუშავებული მამოძრავებელი ძალა,
უკანა წამყვან ბორბლებს გადაეცემა. შედარებისთვის, „სუპერ სპორტის“ კაპოტქვეშ
2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოძრავი დგას, რომელიც 398 ცხენის ძალას იძლევა.
ესპანური კომპანიის განცხადებით, მის მეორე სუპერ
ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა დაახლოებით სამ წამში შეუძლია,
მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 300 კმ/სთ-ს აღწევს.
„ასპიდ
ქარზი“ აცხადებს, რომ წლიურად მხოლოდ 250 ცალი „GT-21 ინვიქტუსის“ წარმოებას
გეგმავს, მის ფასს კი მოგვიანებით, წარმოების დაწყების წინ გამოაცხადებს.
ასევე წაიკითხეთ


No comments:
Post a Comment