Tuesday, July 17, 2012

„აუდი R9“ - დამოუკიდებელი დიზაინერის კონცეპცია

Audi R9: A Design Study for a High-Performance Sports Saloon
17 ივლისი
წლების განმავლობაში, „აუდიმ“ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის უცხო სეგმენტებში შეღწევის შიში საერთოდ არ აქვს და როცა ამას აკეთებს, ყველაფერი შესანიშნავად გამოსდის. მაგალითები გნებავთ? – „კვატრო“, R8, A5 და „A7 სპორტბეკი“ არასრული, თუმცა მრავლისმეტყველი სიაა...

უკვე დიდი ხანია პრესაში არ წყდება ლაპარაკი იმაზე, რომ დროა, ინგოლშტადტელებმა დაიწყონ ოთხკარიანი კუპეს წარმოება, რომელიც მათს გამაში ფლაგმანის როლს შეასრულებს. მართალია, გერმანული კომპანია ჯერჯერობით ამ კუთხით პასიურობს, მაგრამ დამოუკიდებელი დიზაინერები პერიოდულად საინტერესო კონცეპციებს გვთავაზობენ.
ერთ-ერთი ასეთი კონცეპციაა მოსკოვის სახელმწიტო ტექნიკური უნივერსიტეტის (ცნობილია MAMI-ს სახელით) დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტის ნამუშევარი, სახელად R9, რომელსაც ავტორმა, ზემოთ ნახსენები ავტომობილებისგან მემკვიდრეობით ზოგიერთი თავისებურება არგუნა. და თუ გავიხსენებთ, რომ „აუდიც“ იმავე „ფოლკსვაგენის“ ოჯახის წევრია, რომელშიც ასევე „ლამბორგინიც“ შედის, ამ ფოტოების შემხედვარე, ალბათ ამ უკანასკნელის კონცეპტუალური ოთხკარიანი კუპე „ესტოკეც“ გაგახსენდებათ...
მაგალითად, ორი წლის წინანდელი კონცეპტუალური „კვატროსგან“, რომელიც 80-იანი წლების ლეგენდარული „კვატროს“ ერთგვარი რეინკარნაციაა, რუსი სტუდენტის კონცეპტუალურ მოდელს უკანა ნაწილი აქვს მიმგვანებული. სახურავის მოყვანილობით, R9 „A7 სპორტბეკს“ და A5-ს გაგახსენებთ. მას ძრავი წინ უნდა ჰქონდეს, წამყვანი კი ყველა ბორბალი იქნება...




ასევე წაიკითხეთ

”აუდი A9” - ჰიბრიდული სპორტული სედანის კონცეპცია

No comments:

Post a Comment