22 აგვისტო
ქალაქ ნორვიჩში (ბრიტანეთი) ბაზირებული კომპანია „ტრაიდენტი“
ბევრისთვის უცნობია და ალბათ, მხოლოდ ბრიტანეთში თუ გაუგიათ მის შესახებ. მისი
ერთადერთი მოდელი „ისენი“ კი საკმაოდ უცნაური გარეგნობით გამოირჩევა. მაგრამ ახლახანს
კომპანიამ მყიდველს მისი ახალი ვერსია მოუმზადა, რომელსაც აქვს ისეთი რამ, რაც
აუცილებლად გაგაოცებთ.
ახალ ავტომობილს „ისენი გრანდ ტურერი“ ჰქვია და
მისი პრემიერა ლონდონში, საიონ პარკის სასახლე-სასტუმროში, სალონ პრივეზეა
დაგეგმილი, რომელიც 5-7 სექტემბერს გაიმართება.
„ტრაიდენტ
ისენი გრანდ ტურერი“ 6.6-ლიტრიანი V8 ტურბო დიზელითაა აღჭურვილი, რომელიც „ჯენერალ
მოტორსის“ კომერციული ავტომობილებისგან აიღეს. ძრავი ავტომობილის ბაზაში, ოღონდ წინა
ნაწილში მოთავსდა. ამ ძრავის თავისებურებაა ის, რომ მას შეუძლია როგორც მინერალურ,
ასევე ბიოდიზელზე, პალმის და სხვა მცენარეთაგან გამოხდილ ზეთზე მუშაობა შეუძლია.
ძრავი 430 ცხენის ძალას და 1287 ნიუტონმეტრს (3250 ბრ/წთ-ზე)
ავითარებს. და ვისაც ეს არ ეყოფა, „ტრაიდენტს“ მათთვის ძრავის ფორსირების პროგრამა
აქვს შემუშავებული, რისი წყალობითაც, სიმძლავრე 660 ცხენის ძალამდე, მაბრუნი
მომენტი კი 1422 ნიუტონმეტრამდე იზრდება.
ამ რვაცილინდრიანი დიზელის ნადირის დახმარებით,
ბრიტანული „სამება“ (მისი 430-ცხენისძალიანი ვერსია) ადგილიდან ასის აკრეფას 3.7
წამში მოასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ-ს მიაღწევს. რა
მონაცემები ექნება უფრო მძლავრი აგრეგატით აღჭურვილ ავტომობილს, ამაზე მწარმოებელი
არაფერს ამბობს.
მართლაც შთამბეჭდავი მახასიათებლებია, თუმცა „ისენი
გრანდ ტურერი“ მარტო ტემპერამენტით არ გამოირჩევა, მას მოკრძალებული აპეტიტიც
აქვს. „ტრაიდენტის“ ინფორმაციით, თუ მისი „მოგზაური“ 113 კმ/სთ სიჩქარეს მუდმივად
შეინარჩუნებს, მაშინ ას კილომეტრზე ხარჯი მხოლოდ 4.1 ლიტრი იქნება. და ამ რეჟიმით,
ის სავსე ავზით დაახლოებით 3200 კილომეტრზე მეტს გაივლის.
„ტრაიდენტ
სპორტს ქარზის“ მმართველი დირექტორი ფილიპ ბივენი ამბობს, რომ სალონ პრივეზე
მონაწილეობა მის კომპანიას ავტომობილებზე შეკვეთის მიღების შანსს აძლევს. რაც
შეეხება დიზელის „მოგზაურის“ ფასს, ის 75 000 გირვანქა სტერლინგი, თითქმის 95 000 ევრო
ღირს.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment