22 აგვისტო
„ვოლვო“ მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე იმყოფება:
შეაბიჯოს პრემიუმ სეგმენტში, თუ ერთი საფეხურით ქვემოთ დარჩეს და შედარებით
ხელმისაწვდომი მანქანების წარმოება გააგრძელოს. ორივეს თავისი სირთულეები აქვს. პრემიუმში
გერმანელებთან კონკურენცია და იქ დამკვიდრება ძალიან ძნელია. ქვემოთ კი უმკაცრესი
კონკურენციაა, სადაც თითქმის ყველა ცნობილი ავტომწარმოებელია ჩაბმული.
პრესაში გავრცელებული ხმების მიხედვით, შვედურ კომპანიას
საპატენტო მოთხოვნა აქვს სახელ S100-ზე (ფლაგმანი სედანისთვის) და კუპე C90-ზე. ამ
ორი ავტომობილით, „ვოლვომ“ კონკურენცია „მერსედეს-ბენცის“ E-კლასის სედანსა და
კუპეს უნდა გაუწიოს.
მეორე მხრივ, ასევე გავრცელებულია ინფორმაცია,
რომლის მიხედვითაც, „ვოლვოს“ პარტნიორი სჭირდება, რომელიც პატარა ავტომობილების
წარმოებაში დაეხმარება. თავად კომპანიის ხელმძღვანელობას არაერთხელ განუცხადებია,
რომ მალე მათს საწარმოო პროგრამაში ოთხცილინდრიან ძრავებზე დიდი აგრეგატები
გაქრება. თუმცა, ეს ცალსახად მაინც არ ნიშნავს, რომ „ვოლვო“ პრემიუმ სეგმენტზე
უარს ამბობს - ჰიბრიდული ტექნოლოგიები, პატარა ძრავებით იმდენივე სიმძლავრის
მიღება შეიძლება, რამდენსაც V6 და V8 აგრეგატები იძლევა.
მალე მოსალოდნელია, რომ „ვოლვო“ თავისი ავტომობილების
სახელებსაც გადახედავს. მაგალითად, შეიცვლება C30-ის სახელი ბაზაზე ორკარიან
კუპესაც გამოუშვებენ. V40 კონკურენციას „აუდი A3-ს“ და „ბეემვეს“ 1-ლ სერიას
გაუწევს. ოღონდ, ჯერჯერობით არ ჩანს ავტომობილი, რომლითაც შვედები კონკურენციას „მინის“,„აუდი
A1-ს“ და „მერსედეს-ბენცის“ A-კლასს გაუწევენ.
მაგრამ როგორც ჩანს, ამ ნაკლს ისინი მალე
გამოასწორებენ - გამოცემა „ავტომოტივ ნიუსთან“ საუბრისას, „ვოლვოს“ მთავარმა
აღმასრულებელმა სტეფან ჯეკობიმ განაცხადა, რომ მისი კომპანია ასეთი ავტომობილის
წარმოების მიზანშეწონილებას განიხილავს. მაგრამ ამისათვის, არამხოლოდ პატარა
ავტომობილების წარმოების საქმეში გამოცდილი პარტნიორი სჭირდება, არამედ შესაფერისი
პატარა ძრავიც. ჯეკობი დასძენს, რომ ასეთი ავტომობილის გამოშვებამდე, ჯერ კომპანიის
ძირითადი მოდელები განახლდება.
ასევე წაიკითხეთ
„ტოიოტამ“ მსოფლიო ლიდერობა დაიბრუნა
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/07/blog-post_6603.html |
No comments:
Post a Comment