Friday, August 31, 2012

ჰამილტონი გუნდური მითითებების წინააღმდეგია


Lewis Hamilton does not want McLaren to ask Jenson Button to support him
31 აგვისტო
ლუის ჰამილტონს არ სურს, რომ ჯენსონ ბატონმა რბოლებისას მისი დამხმარე როლი შეასრულოს. არადა, გუშინ "მაკლარენის" შეფმა მარტინ უიტმარშმა განაცხადა, თუ დაგვჭირდა, ბატონი ჰამილტონისთვის დახმარების გაწევის მითითებას მიიღებსო. ოღონდ, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბატონს ჩემპიონობის შანსი აღარ ექნებაო.

მაგრამ ჰამილტონი ამაზე თანახმა არაა და ამბობს, რომ ტიტულის მოპოვება დახმარების გარეშე, საკუთარი ძალით სურს: "ჯენსონი გუნდისთვის და ქულებით საკუთარი მარაგის შესავსებად ასპარეზობს. სეზონის მსვლელობისას, ის სულ უფრო კარგ შედეგებს აჩვენებს. ასე რომ, ჩემი აზრით, სეზონის ბოლომდე მას თავისი შანსები ექნება. ჩვენ ის გვჭირდება, მეც მჭირდება, რათა მეტი ქულა მოვიპოვოთ. მე მინდა, რომ მას კარგი შედეგები ჰქონდეს“.
კითხვაზე, მოელის თუ არა, რომ სეზონის ბოლოს, შესაბამის პირობებში, ბატონი დაეხმარება, ჰამილტონი პასუხობს: „მე რბოლას ამ კუთხით არ ვუყურებ. ალბათ გინახავთ, როცა მრბოლი მეორე მრბოლს გასწრების საშუალებას აძლევს, რათა მან ტიტული მოიგოს. ეს მე არასწორად მიმაჩნია. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეა. მე ამას არასდროს მოვითხოვ. თუ მე საკმარისად სწრაფი არ ვარ, ესე იგი, არ ვარ. მე მინდა გამარჯვება, რადგან უსწრაფესი ვარ. და არა იმიტომ, რომ ვიღაცამ გამატარა, რათა მეტი ქულის მოპოვებაში დამხმარებოდა“, - დასძენს ჰამილტონი.



ასევე წაიკითხეთ:
ქართული ავტოსპორტი
http://autopanoramaf1.blogspot.com/search/label/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98 

და

ერთი-ერთზე ლე მანთან

No comments:

Post a Comment