Friday, August 31, 2012

წვიმას ყველაზე უკეთ კობაიაში გაუმკლავდა

Kobayashi makes the most of wet Spa practice
31 აგვისტო

ფორმულა ერთის ქარავანს ბელგიური ცა ატირებული დახვდა. და იმდენი იტირა, მეორე თავისუფალი პრაქტიკა წესიერად ვერ ჩატარდა. ან რა აზრი ჰქონდა მის ჩატარებას, როდსაც მანქანები წყალწაღებულ ტრასაზე დაცურავდნენ. და თუ პირველ პრაქტიკაზე მეტნაკლებად შესაძლებელი იყო სარბოლ რეჟიმში გადაადგილება, მეორეზე რამდნიმე მრბოლი ტრასაზე არც გამოსულა და ვინც გამოვიდა, იმათმა თითქმის ნახევარმა დროის დაფიქსირება ვერ შეძლო.
თავად განსაჯეთ, მეორე პრაქტიკის „საუკეთესო“ დრო „მარუსიას“ ფრანგმა შარლ პიკმა აჩვენა. ალბათ გაგრძელებაც აღარ ღირს, ცხრილში ისედაც ყველაფერი კარგად ჩანს. ორი სესიის ჯამში კი ყველაზე სწრაფი იაპონელი კამუი კობაიაში იყო, რომელმაც პირველ პრაქტიკაზე, ნახევარ წამზე მატით აჯობა პასტორ მალდონადოს. ერთადრთი პილოტი კი, ვისაც არცერთ პრაქტიკაზე დრო არ დაუფიქსირებია, ფელიპე მასაა.
ჩემპიონატის ლიდერ ფერნანდო ალონსოს ნათქვამი აქვს, მირჩევნია, სპაზე წვიმაში მოგვიწიოს ასპარეზობამ, ასე უფრო მეტი ქულის აღების შანსი მექნებაო. მაგრამ ასეთ წვიმას ალბათ თავადაც არ ისურვებს. ისევე, როგორც მიხაელ შუმახერი, რომელსაც არაერთი წვიმიანი რბოლა აქვს მოგებული, თუმცა თავის მე-300 სტარტზე, ლატარეას კოკისპირულის აკომპანიმენტით, ნამდვილად არ ისურვებს.
გერმანელმა თავის საიუბილეო რბოლასთან დაკავშირებით, ჩაფხუტის ფერთა გამა შეცვალა, მაგრამ მის მანქანაზე დამონტაჟებული ვიდეოდან, წვიმის ბურუსში, ვერცხლისფერი ჩაფხუტი თითქმის არ ჩანს და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ შუმი თავის ბოლიდს დისტანციურად მართავს - „გუგლის“ მცდელობით, ალბათ ესეც მალე შესაძლებელი იქნება...
შეგახსენებთ, რომ შუმახერს ბელგიური დიდი პრიზი ექვსჯერ აქვს მოგებული, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ხუთი გამარჯვება აირტონ სენას ანგარიშზეა, ოთხ-ოთხი კი - ჯიმ კლარკის და კიმი რაიკონენის. ფინელი პილოტისთვის ეს ყველაზე გამორჩეული რბოლაა. ამდენი გამარჯვება მას სხვა არსად აქვს მოპოვებული. საინტერესოა ისიც, რომ მასვე ეკუთვნის სპას წრის გავლის რეკორდი (1:45.108), რომელიც მან „მაკლარენის“ მანქანით, 2004 წელს დააფიქსირა.


ბელგიის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                         2:11.389 
2. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)        2:11.941 
3. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)       2:12.004 
4. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)             2:12.824 
5. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                     2:13.191 
6. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                           2:13.861 
7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                    2:14.210 
8. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                    2:14.660 
9. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              2:14.860 
10. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               2:15.402 
11. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)             2:15.812 
12. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                           2:16.409 
13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          2:16.786 
14. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                 2:16.788 
15. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)          2:16.827 
16. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)              2:16.861 
17. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                         2:17.519 
18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)             2:18.199 
19. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                2:19.546 
20. დანი კლოსი (ესპანეთი, ისპანია)                            2:19.689 
21. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                2:38.701 
22. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                2:40.749 
23. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                      2:46.580 
24. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)              დროის გარეშე


მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                             2:49.354
2. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)         2:49.750
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    2:50.497
4. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)                2:51.333
5. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)          2:51.660
6. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                              2:52.076
7. კამუი კობაიაშ (იაპონია, ზაუბერი)                            2:53.232
8. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)              2:58.232
9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)             2:59.125
10. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                          3:12.901
11. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   დროის გარეშე
12. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                დროის გარეშე
13. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)               დროის გარეშე
14. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)          დროის გარეშე
15. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)             დროის გარეშე
16. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               დროის გარეშე
17. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                           დროის გარეშე
18. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                         დროის გარეშე
დანარჩენები ტრასაზე არც გამოსულან

19. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)
20. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)
21. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)
22. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)
23. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)
24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)



No comments:

Post a Comment