First 2014 Smart ForTwo Test Mule Caught Out in
the Open
31 აგვისტო
ეს ციცქნა, საგულდაგულოდ შენიღბული პროტოტიპი,
რომელსაც წინა ფარებზე და კარის სახელურებზე ეტყობა, რომ „რენო ტვინგოს“ ნათესავი
უნდა იყოს, შემდეგი თაობის „სმარტ ფორთუს“ სატესტო ვერსიაა. ვინც იცის, რომ „დაიმლერი“
და „რენო“ რიგ პროექტებში ერთმანეთს პარტნიორობენ, ასეთი მსგავსება არ გაუკვირდება.
ამ პარტნიორობის ფარგლებში, შემდეგი „სმარტი
ორისთვის“ სწორედ „რენო ტვინგოს“ ბაზაზე მუშავდება. კონკრეტულად კი, გერმანულ
ავტომობილზე, ფრანგულ პლატფორმას და ძრავების გამას გამოიყენებენ. რატომაც არა?
თუკი „ასტონ მარტინი“ თავისი ჯუჯა „სიგნიტისთვის“ „ტოიოტას“ სახეშეცვლილ IQ-ს
იყენებს, „დაიმლერსაც“ ხომ აქვს მსგავსი სვლის უფლება...
რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ მსტოვრულ ფოტოებზე დაყრდნობით,
ახალ „სმარტზე“ ბევრი არაფრის თქმა შეიძლება. თქვენ წარმოიდგინეთ, მას ალბათ არც „ტვინგოს“
კარი მიჰყვება კონვეიერამდე და არც ფარები. სამაგიეროდ, ძნელი სათქმელია, როდს
შეიძლება ამ ავტომობილის თუნდაც კონცეპტუალური სახით პირველად ხილვა. პარიზში? დიდი
ალბათობით კი, თუმცა გერმანული კომპანია ამის თაობაზე ჯერჯერობით სდუმს.
სამაგიეროდ, არსებობს სოლიდური შანსი იმისა, რომ
ახალ „სმარტში“ აღმოვაჩინოთ მსგავსება შარშანდელ კონცეპტუალურ (ფრანკფურტში
წარადგინეს) „ფორვიჟნთან“ და წლევანდელ ასევე კონცეპტუალურ „ფორიუსთან“, რომელსაც
პიკაპის ძარა აქვს.
ახალი,
მესამე თაობის „ფორთუს“ წარმოება სავარაუდოდ, მერმისს დაიწყება. მის პრემიერას კი „დაიმლერი“
ფრანკფურტის გამოფენაზე ჩაატარებს. ავტომობილს ძრავი ისევ უკან ექნება და ის უკანა
წამყვან ბორბლებს დაატრიალებს. ამასთან, მომავალში „დაიმლერი“ აუცილებლად გამოუშვებს
ელექტრულ „სმარტს“.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment