Friday, August 31, 2012

პეკინში მართვის ლიცენზიას მილიონი ადამიანი ელოდება

Number of Licence Plate Applications Exceeds 1 Million in Beijing
31 აგვისტო
ჩინეთის დიდი ქალაქების ქუჩები სულ უფრო ივსება ავტომობილებით. ქვეყნის სწრაფი ტემპით განვითარებას, შედეგად მოსახლეობის მყიდველუნარიანობის ზრდა მოსდევს. ქალაქების გზები კი ამაზე გათვლილი არ არის. და ამიტომ, იქ ხშირად მრავალსაათიანი საცობები წარმოიქმნება.

პეკინში მოქმედებს შეზღუდვა, რომელიც თვეში 20 000 მართვის ლიცენზიაზე მეტის გაცემას კრძალავს. ამის გამო, განაცხადების შემტანების რაოდენობამ მარტო დედაქალაქში უკვე მილიონს გადააჭარბა. მათ დიდხანს მოუწევთ ლოდინი, სანამ სასურველ ლიცენზიას მიიღებენ და ამის შემდეგ, ავტომობილს შეიძენენ. მილიონი ლიცენზიის რიგში იმას ნიშნავს, რომ 53-დან მხოლოდ ერთი შეძლებს სასურველი საბუთის წელს მიღებას.
განმცხადებლებს, რომელთა მცდელობამ შედეგი ზედიზედ ორი თვის განმავლობაში არ გამოიღო სპეციალურ ლატარეაში წერენ. ამგვარად, განმცხადებელთა რიცხვი ხელოვნურად მცირდება. რა საჭიროა ასეთი მკაცრი და დაუნდობელი ზომები? ქალაქის ხელისუფალთ ამას სტატისტიკა კარნახობს:
1997 წელს პეკინში დაახლოებით მილიონ ადამიანს ჰქონდა ლიცენზია. ამჟამად კი მართვის უფლებას 4.76 მილიონზე მეტი ფლობს. აქედან 800 000 მარტო 2010 წელს დაემატა...


ასევე წაიკითხეთ

”ლაზიკა” (ვიდეო)




და

„ტოიოტამ“ მსოფლიო ლიდერობა დაიბრუნა

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/07/blog-post_6603.html

No comments:

Post a Comment