Monday, August 27, 2012

ლოებმა გერმანიის რალი მეცხრედ მოიგო

Loeb wins in Germany for ninth time
27 აგვისტო

ფრანგმა სებასტიან ლოებმა მეცხრედ მოიგო გერმანიის რალი და მსოფლიო ჩემპიონატში თავისი უპირატესობა უახლოეს მდევართან, ფინელ თანაგუნდელ მიკო ჰირვონენთან 54 ქულამდე გაზარდა. ლოებმა ზუსტად ორი წუთით აჯობა იარი-მატი ლატვალას (ფორდი) მესამე ადგილი კი ჰირვონენმა დაიკავა. მეოთხეს დასჯერდა მადს ოსტბერგი, რომელსაც თავიდან მუხრუჭების პრობლემები ჰქონდა, თუმცა პირველი დღის შემდეგ, მისმა გუნდმა მექანიკოსებმა პრობლემა აღმოფხვრეს და ნორვეგიელმაც მეოთხე ადგილის დაკავება შეძლო.

ლოებმა კი ამ სეზონში ზედიზედ მეხუთე, სულ კი მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა. სხვათა შორის, რალის მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი პირველი გამარჯვება მას სწორედ გერმანიაში აქვს მოპოვებული, სადაც სულ ათჯერ იასპარეზა და მხოლოდ ერთხელ - გასულ სეზონში ვერ შეძლო პირველი ადგილის დაკავება (ის რბოლა მისმა თანამემამულე სებასტიან ოჟიემ მოიგო).
გერმანულ ეტაპზე, რომელიც მთლიანად ასფალტიან გზებზე ჩატარდა, ლოებმა ცხრა სპეცმონაკვეთი მოიგო. სისწრაფესთან ერთად, ის ყველაზე ნაკლები შეცდომითაც გამოირჩეოდა, რამაც უკვე მეორე დღის შემდეგ, სოლიდური უპირატესობა მოაპოვებინა.
რალის პირველ დღეს და მეორის დასაწყისში, ლოებს ყველაზე სერიოზუულ მეტოქეობას ნორვეგიელი პეტერ სოლბერგი უწევდა, მაგრამ რბოლის მეორე დღეს, პანცერპლატეს 46-კილომეტრიან სპეცმონაკვეთზე, ლოდს დაეჯახა. ავარიისას მანქანა დაზიანდა - უკანა მარჯვენა ბორბალი მოსძვრა და სოლბერგმაც ასპარეზობა შეწყვიტა. მართალია, „რალი 2-ის“ სისტემის შესაბამისად, მან რბოლა გააგრძელა, მაგრამ იმდენი საჯარიმო წუთი აიკიდა, რომ ათეულში შესვლა ვეღარ მოახერხა.
კარგად იასპარეზა ესტონელმა ოტ ტანაკმა, ვინც თავის კარიერაში პირველად, რალის მსოფლიო ჩემპიონატის ასფალტის რბოლის სპეცმონაკვეთები მოიგო და კვარცხლბეკზე ასვლის რეალური შანსიც ჰქონდა, მაგრამ შემდეგ მასაც ავარია მოუვიდა და ასპარეზობას გამოეთიშა. თუმცა, „რალი 2“ წესებით, მოგვიანებით რბოლა განაახლა და მეცხრე ადგილამდე აიწია.
კვარცხლბეკის შანსი „სიტროენ ჯუნიორის“ ბელგიელ ტიერი ნოივილსაც ჰქონდა, მაგრამ მასაც ბედმა პანცერპლატეს სპეცმონაკვეთზე უმუხთლა. მანაც მოგვიანებით, რბოლა განაახლა, თუმცა ათეულს მიღმა დარჩა. მისგან განსხვავებით, ავარიის შემდგომ მეათე ადგილამდე წამოიწია დანი სორდომ.
სეზონის მორიგ, მეათე ეტაპს უელსის ტყვეები უმასპინძლებს.


გერმანიის რალის შედეგები
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 3:41:52.000
2. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი)       +02:00.000
3. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, სიტროენი)          02:31.300
4. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი)             03:24.300   
5. კრის ატკინსონი (ავსტრალია, მინი)              09:10.400   
6. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, შკოდა)          09:50.500   
7. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, შკოდა)        12:22.500   
8. ნასერ ალ-ატია (ყატარი, სიტროენი)              12:50.100   
9. დანიელ სორდო (ესპანეთი, მინი)                 14:16.900   
10. მატიო არზენო (საფრანგეთი, პეჟო)             15:20.100 

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ლოები - 199 ქულა; 2. მიკო ჰირვონენი - 145; 3. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) - 104; 4. მადს ოსტბერგი - 102; 5. იარი-მატი ლატვალა - 87; 6. ევგენი ნვიკოვი (რუსეთი, ფორდ) - 55; 7. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდ) - 38; 8. ტიერი ნოივილი (ბელგია, სიტროენი) - 32; 9. დანიელ სორდო - 31; 10. სებასტიან ოჟიე - 31; 11. ნასერ ალ-ატია - 27...

კონსტრუქტორთა პირველობა
1. სიტროენ ტოტალ WRT - 323 ქულა; 2. ფორდ WRT - 198; 3. M-სპორტ ფორდ WRT - 127; 4. სიტროენ ჯუნიორ WRT - 54; 5. ყატარ WRT - 51; 6. ადაპტა WRT - 47; 7. მინი WRC ტიმ - 26; 8. ბრაზილ WRT - 16...



ასევე წაიკითხეთ:
ქართული ავტოსპორტი
http://autopanoramaf1.blogspot.com/search/label/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98 

და

ერთი-ერთზე ლე მანთან

No comments:

Post a Comment