5 აგვისტო
სუპერ ავტომობილების მწარმოებელ ამერიკულ კომპანია
„SSC ნორთ ამერიკას“ (ყოფილ შელბი სუპერქარზს) „ალტიმეიტ აერო“ ერთხანს სერიულ
ავტოებს შორის სიჩქარის რეკორდსმენი იყო. მერე „ბუგატიმ“ ეს წოდება „ვეირონის“
გაუმჯობესებულ ვერსია „სუპერ სპორტის“ დახმარებით დაიბრუნა. ამერიკელებმა კი ახალი
კონცეპტუალური ავტომობილი - „ტუატარა“ შექმნეს, რომლის წარმოებაც მალე უნდა დაიწყონ.
და სანამ მყიდველს „ტუატარას“ შესთავაზებენ,
„ალტიმეიტ აეროს“ წარმოებას გააჩერებენ. სანამ გააჩერებენ, მისი ბოლო, სპეციალური
ვერსიის, XT-ს გამოშვება გადაწყვიტეს. თანაც, სანამ ამ ავტომობილს „დამსახურებულ“
პენსიაზე გაუშვებენ, „ბუგატისთან“ კიდევ ერთხელ გაპაექრება სცადეს.
პროექტის მიხედვით, 6.9-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი,
ორმაგი გაგრილების მქონე V8 ძრავის სიმძლავრე, 1300 ცხენის ძალა უნდა იყოს (6800
ბრ/წთ-ზე). რა თქმა უნდა, ძრავის ადგილი ავტომობილის ბაზაშია, მის მიერ
გამომუშავებული მბიძგველი ძალა კი უკანა ბორბლებს, 7-საფეხურიანი რობოტიზებული
კოლოფის გავლით მიეწოდება.
ამ ავლა-დიდების მქონე ავტომობილი, სულ რაღაც, 1270
კილოგრამს იწონის. წარმოიდგინეთ, რას უზამს ასეთ „ბუმბულს“ 1350 ნიუტონმეტრი
მაბრუნი მომენტი... რას და, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 2.65 წამში მოასწრებს,
მაქსიმალური სიჩქარე კი (საპროექტო) 439 კმ/სთ უნდა იყოს...
კომპანიის დამაარსებელ ჯეროდ შელბის (საერთო
არაფერი აქვს ლეგენდარულ და აწ უკვე გარდაცვლილ ქეროლ შელბისთან) თქმით,
სპეციალური ვერსია XT დაასრულებს „ალტიმეირ აეროს“ წარმოების რვაწლიან ისტორიას.
თანაც, ასეთი მხეცის შეძენის საშუალება მხოლოდ ხუთ რჩეულს მიეცემა.
ამ ხუთი მანქანიდან, თითოეული, მყიდველის სურვილის
შესაბამისად, სხვადასხვა ფერებში გამოეწყობა. არჩეულ კომბინაციას და შეხამებას კი მეორედ
აღარასდროს გამოიყენებენ. ჯერ არაფერი თქმულა XT-ს ფასზე, მაგრამ ეჭვი არ
შეგეპაროთ, ის სიმძლავრის შესაფერისი იქნება. შეგახსენებთ, რომ ამერიკულ კომპანიას
„ტუატარაზე“ შეკვეთების მიღება უკვე დაწყებული აქვს და მასში 970 ათას დოლარს
ითხოვს...
ასევე წაიკითხეთ
ერთი-ერთზე ლე მანთან
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7159.html |
„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/04/blog-post_23.html |
No comments:
Post a Comment