Sunday, August 5, 2012

„ნაგელ დაკარი“ - ლატვიური „დარტსის“ ტიტანი

Nagel Dakkar is the Dartz of all SUVs…and Then Some More
5 აგვისტო
ლატვიური კომპანია „დარტსი“ იმითაა ცნობილი, რომ უგზოობის ავტომობილების ჯავშნიან ვერსიებს აწარმოებს. და იმითაც, რომ საკუთარ თავს, კომპანია „რუსო-ბალტის“ მემკვიდრედ აცხადებს. მისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარი, წითელი ფერის „პრომბორნ მონაკოა“, რომლითაც ორი წლის წინ, მონაკოში ჩატარებულ ტრადიციულ ფესტივალ „ტოპ მარკსზე“ გამოიჩინა თავი.

ამჯერად კი ლატვიელებმა უგზოობის კიდევ ერთი ავტომობილი შეიმუშავეს, სახელად „ნაგელ დაკარი“, რომლის სახელიც, „რუსო-ბალტის“ სახელოვანი მრბოლის, ენდრიუ ნაგელისგან აიღეს, ადამიანისგან, რომელმაც რიგაში გამოშვებული ავტომობილით, 1911 წელს, სანკტ პეტერგურგიდან მონტე კარლომდე 3260 კილომეტრი გზა რვა დღეში გაიარა, ერთი წლის შემდეგ კი მონტე კარლოს რალიზე იასპარეზა.
„დარტსი“ აცხადებს, რომ  „ნაგელ დაკარი“ უბრალოდ ახალი ავტომობილი კი არაა, არამედ ავტომობილების ახალი ოჯახის პირველი წევრი. ოჯახისა, რომელსაც კომპანიაში სახელად აბრევიატურა B.N.U.D.S. შეარქვეს. ამ აბრევიატურაში, B. - ნიშნავს შეკვეთით დამზადებულს. ანუ, ამ ოჯახის ყველა მანქანა განსხვავებული იქნება; N. - მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და სახელოვანი მარკაა, რომლის სახელსაც ამ ოჯახის ავტომობილები მიიღებენ; U. - ამ მანქანებით, ქალაქშიც იოლად და მოხერხებულად ისარგებლებთ; D. - მძიმე უგზბაშიც, მაგალითად უდაბნოშიც გამოგადგებათ; S. - უსაფრთხო ავტომობილი, რადგან მისი კარკასი ტიტანის მილებისგან შეიკვრება, რომელსაც გერმანული კომპანია „საქსონ აუტომობილ მანუფაქტურერი“ დაამზადებს, რომელიც რალის რბოლებისთვის ავტომობილების მომზადებაზეა სპეციალისებული.
„დარტსი“ მყიდველს პირდება, რომ ავტომობილის გარეგნობას, ყველა მათგანის სურვილისამებრ შეცვლის და გადააკეთებს. მყიდველის სურვილებს, „ნაგელ დაკარის“ გაფორმების დროსაც გამოიყენებენ. სამაგიეროდ, კონსტრუქცია და აღჭურვილობა ყოველთვის უცვლელი დარჩება.
„ნაგელ დაკარის“გაბარიტებია: სამკარიანის სიგრძე 4.62 მეტრი, ოთხარიანისა კი - 4.92 მეტრი, სიგანე 2.00 და სიმაღლე 1.70 მეტრი. სამკარიანის ბორბლებს შორის ბაზა 2.91 მეტრია, ოთხკარიანისა კი - 3.21 მეტრი. ავტომობილის კლირენსი 0.25 მეტრია, წონა კი - 1990 კილოგრამი.
„ნაგელ დაკარის“ შასის და ძარის წარმოებისას, ფართოდ გამოიყენებენ კევლარის და კარბონის კომპოზიტებს, ავტომობილი კი AMG-ს წარმოების 5.5-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 650 ცხენის ძალას მიაღწევს, მაბრუნი მომენტი კი - 850 ნიუტონმეტრს. ძრავს ორქუროიანი 7-საფეხურიანი რობოტიზებული კოლოფი შეუწყვილდება. „ნაგელ დაკარის“ მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ს მიაღწევს.
დაბოლოს, ფასის შესახებ. საბაზო შესრულებით, „ნაგელ დაკარის“ ფასი 250 000-300 000 ევრო იქნება. მისი წარმოება მერმისს დაიწყება და თავიდან მხოლოდ 10 ცალი ავტომობილის წარმოება იგეგმება. თუმცა შემდგომში, წლიური წარმოების 40 ერთეულამდე გაზრდაა დაგეგმილი.

ასევე წაიკითხეთ
ერთი-ერთზე ლე მანთან
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7159.html

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/04/blog-post_23.html 

No comments:

Post a Comment