Sunday, August 5, 2012

„ფოლკსვაგენი“ სპორტულ „ტუარეგ CC-ს“ გამოუშვებს


VW Touareg CC Coming in 2015
5 აგვისტო
ტოკიოს 2011 წლის მოტორ შოუზე, „ფოლკსვაგენმა“ უგზოობის კონცეპტუალური „ქროს კუპე“ (ფოტოზე) წარადგინა და გამოაცხადა, რომ ამ ავტომობილის სახით მათ წარმოგვიდგინეს, თუ როგორი შეიძლება იყოს უგზოობის ავტომობილის და ოთხკარიანი კუპეს ერთგვარი ნაჯვარი. მაგრამ მაშინ არაფერი უთქვამთ ამ კონცეპტუალური ავტომობილის მომავალზე.

ახლახანს კი გერმანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ფოლკსვაგენმა“ შესაძლოა „ქროს კუპეს“ ბაზაზე ახალი სერიული ავტომობილი გამოუშვას. ვოლფსბურგელები „ბეემვეს“ X6-ის წარმატებამ წაახალისა, რომელიც კუპე ქროსოვერების კლასის ერთ-ერთი პიონერია.
„ფოლკსვაგენის“ ინტერესი გასაგებია. ევროპის უდიდეს ავტომწარმოებელს თავის ჯგუფში რამდენიმე ბრენდი აქვს გაერთიანებული და მათგან სამს ასეთი ავტომობილი ძალიან გამოადგება. ამ სამიდან, ერთი თავად „ფოლკსვაგენია“, დანარჩენი ორი კი - ჯგუფის ახალი წევრი „პორშე“ და „აუდი“. ამ უკანასკნელის შესაბამისი ავტომობილი, სახელად Q6, უკვე გადის საგზაო ტესტირებას და სავარაუდოდ, ის ბაზარზე პირველი გამოჩნდება.
გერმანულ პრესაში, „ფოლკსვაგენის“ უგზოობის კუპეს „ტუარეგ CC-დ“ მოიხსენიებენ და სავარაუდოდ, მის გაყიდვას გერმანული კომპანია 2015 წელს დაიწყებს. ორივე ავტომობილის შესახებ პრაქტიკულად არაფერია ცნობილი გარდა იმისა, რომ ისინი სრულიად ახალ, უნივერსალურ პლატფორმაზე აიგება.
კონცეპტუალური „ქროს კუპე“ ჰიბრიდული ძალური დანადგარითაა აღჭურვილი, რომელშიც შიდაწვის ძრავთან ორი ელექტროძრავია შეწყვილებული. მათგან წინა ღერძებთან დაკავშირებული ელექტროძრავი 54 ცხენის ძალას იძლევა, უკანა ბორბლებისა კი - მხოლოდ 11 ცხენის ძალას. ჰიბრიდული დანადგარის ჯამური სიმძლავრე 265 ცხენის ძალას აღწევს, რისი დახმარებითაც, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად  დაახლოებით 7 წამი სჭირდება, მაქსიმალური სიჩქარე კი 201 კმ/სთ-ს აღწევს.
რაც ყველაზე მთავარია, ავტომობილს მხოლოდ ელექტროძრავის ხარჯზე 40 კილომეტრის გავლა შეუძლია, კომბინირებული რეჟიმით მოძრაობისას, 100 კილომეტრის გასავლელად 1.8 ლიტრი საწვავი ჰყოფნის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროს მხოლოდ 46 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.

ასევე წაიკითხეთ

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/04/blog-post_23.html 


No comments:

Post a Comment