29 აგვისტო
ბრიტანულ
გამოცემა „ავტოქარის“ ინფორმაციით, „როლს როისი“ თავის „მომცრო“ ლიმუზინ „გოსტის“
ბაზაზე ორ ან მეტ ვერსიას გამოუშვებს. ჟურნალისტთან საუბრისას, „როლს როისის“
შეფმა ტორსტენ მიულერ-ოტვოსმა გაამხილა, რომ მისი კომპანიის მიზანი, გაყიდვების
ზრდა და 4000-იანი ზღვარის გადალახვაა. ცნობისათვის, შარშან ბრიტანულმა კომპანიამ 3538
ავტომობილი გაჰყიდა.
ერთ-ერთი
ვერსია, ჩინეთის ბაზარზე ორიენტირებული იქნება. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან
ცისქვეშეთში კარგი გაყიდვების ხარჯზე, კომპანიის გლობალური გაყიუდვები შარშან
დაახლოებით 31 პროცენტით გაიზარდა. ეს კი ისეთი ექსკლუზიური პროდუქციის
მწარმოებლისთვის, როგორიც „როლს როისია“, განსაკუთრებული მოვლენაა. მეორე
ავტომობილი, რომელსაც „გოსტის“ ბაზაზე გააკეთებენ, აუცილებლად კუპე იქნება. მის
კონცეპტუალურ ვერსიას მერმისს, ჟენევის მოტორ შოუზე ვიხილავთ.
კუპეს
ძრავის სიმძლავრე 600 ცხენის ძალის ფარგლებში მოექცევა და ეს იქნება „როლს როისის“
ისტორიაში პირველი სპორტული ავტომობილი. ამ ავტომობილისთვის პლატფორმას
დაამოკლებენ, დაბლა დაიწევს კლირენსი და რა თქმა უნდა, საკიდარი უფრო ხისტი გახდება.
ჯერჯერობით
ზნელი სათქმელია, „როლს როისი“ თავის ავტომობილებს დიზელის აგრეგატებისთვის „გაიმეტებს“,
თუ არა. ახლავე შეიძლება გამოირიცხოს, რომ მძიმე საწვავზე მომუშავე ძრავს „ფანტომის“
კაპოტქვეშ ვიხილავთ. „როლსმა“ ახლახანს უარი თქვა თავისი ავტომობილების ჰიბრიდული
და ელექტრული ვერსიების წარმოებაზე და სავარაუდოდ, არც მას დიზელის ძრავების გამოყენების
პერსპექტივა ხიბლავს.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment