29 აგვისტო
„ფორდ B-მაქსმა“ თავიდანვე მიიქცია საავტომობილო სამყაროს
ყრადღება, რადგან ის იმ უიშვიათეს კომპაქტურ ავტომობილთაგანია, რომლებსაც შუა
საყრდენი არ გააჩნიათ. თითქოს, ამით მისი ძარის და მზიდი სტრუქტურის სიმტკიცე უნდა
შესუსტებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა და ამის დასტურია უახლესი ფაქტი - ამ პატარა
მინივენმა, ისევე როგორც ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილმა კიდევ ოთხმა ახალმა
ავტომობილმა, „ევრო NCAP-ისგან“ ქრეშ ტესტების შედგად, უსაფრთხოებაზე უმაღლესი, ხუთვარსკვლავიანი
შეფასება დაიმსახურა.
პირდაპირი შეჯახებისას, „B-მაქსის“ მგზავრები ყოველმხრივ
დაცულები არიან. იგივე ითქმის გვერდიდან დაჯახების შემთხვევაზეც. ამ შემთხვევაში,
ავტომობილმა მაქსიმალური შეფასება დაიმსახურა. გამომცდელებმა ასევე აღნიშნეს, რომ გვერდიდან
უფრო ძლიერი შეჯახებისას, ყველაზე მეტად დაცული მძღოლის მკერდია. ავტომობილმა ქულები
„ქალაქის აქტიური უსაფრთხოების“ სისტემისთვისაც მიღო, რომელიც მკვეთრი შენელების
აუცილებლობისას, მძღოლს მაქსიმალურად ეფექტურად დამუხრუჭების საშუალებას აძლევს.
„ევრო NCAP-მა“ აღნიშნა, რომ მის მიერ, ფეხმავალთა უსაფრთხოების მოთხოვნების
გამკაცრებამ, სასურველი შედეგები გამოიღო. ამ მიმართულებით კი „ვოლვოს“ ბოლო
მიღწევები გამოირჩევა. შვედურმა კომპანიამ ამ მიმართულებით, ახალი სტანდარტები
ჩამოაყალიბა.
ასევე წაიკითხეთ
„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი
და
„ჯიპი“ უგზოობის სუბკომპაქტურ ავტომობილს გამოუშვებს
”ლაზიკა” (ვიდეო)
და
„ტოიოტამ“ მსოფლიო ლიდერობა დაიბრუნა
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/07/blog-post_6603.html |
No comments:
Post a Comment