29 აგვისტო
ელექტრომობილები თანდათან მკვიდრდება ყოველდღიურ
ცხოვრებაში და არამარტო მასში. ელექტრომობილებით უკვე დიდ რბოლებშიც ასპარეზობენ
და შორს არც ის დროა, როდსაც ელექტროძრავებით აღჭურვილი ღიაბორბლიანი სარბოლი
ავტომობილების ასპარეზობებს ვიხილავთ. ასეთ მანქანებს უკვე ელექტრულ ფორმულა
ერთადაც მოიხსენიებენ. ვისაც ასეთი იდეა მოსწონს, მათთვის FIA-ს კარგი ამბავი აქვს
- საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ ფორმულა E-ს (E - ელექტრო) რბოლების
ორგანიზების ლიცენზია მიანიჭა.
ელექტრული სერია სტარტს 2014 წელს აიღებს. მას
ორგანიზაცია საერთაშორისო კონსორციუმი „ფორმულა E ჰოლდინგსი“ გაუწევს. რბოლებში
მონაწილეობას მიიღებს ბოლიდები, რომლებსაც ადგილიდან ასის აკრეფა 3.0 წამში
შეუძლია და რომელთა მაქსიმალური სიჩქარეც 220 კმ/სთ-ს აღწევს. ამასთან, დიდი
ალბათობაა იმისა, რომ ეს მახასიათებლები გაუმჯობესდება.
საფრანგეთში უკვე შეიქმნა იმ ავტომობილის
პროტოტიპი, რომელიც ელექტრული ფორმულის რბოლებში მიიღებს მონაწილეობას. ის
კომპანია „ფორმულეკმა“ დაამზადა. ერთადგილიანი სარბოლ მანქანას აქვს ორსაფეხურიანი
გადაცემათა კოლოფი. მართალია, მისი სტრუქტურა ძალიან მსუბუქია, მაგრამ ელემენტების
ბლოკის გამო, წონა 780 კილოგრამს აღწევს.
ამ ეტაპზე, ელექტრული სარბოლი ავტომობილის
პროტოტიპის მთავარი მინუსი ისაა, რომ ელემენტების ბლოკში დაგროვილი ენერგია,
მხოლოდ 25 წუთია საკმარისი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველ მრბოლს, ფინიშამდე
მისაღწევად, მინიმუმ ორი მანქანის გამოყენება მოუწევს. ან, საჭირო იქნება დიდი
პაუზები, რომელთა დროსაც, მანქანებს აკუმულატორებს შეუცვლიან.
ასევე წაიკითხეთ:
ქართული ავტოსპორტი
http://autopanoramaf1.blogspot.com/search/label/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98
და
No comments:
Post a Comment