Monday, August 20, 2012

ახალი „ვაიპერი“ სპეცვერსიით იწყებს


New 2013 SRT Viper GTS Launch Edition Inspired by its Predecessors
20 აგვისტო
ცოტა გასაკვირია, მაგრამ „კრაისლერის“ ჯგუფის კომპანია SRT-მ (სტრიტ ენდ რეისინგ ტექნოლოჯი), უახლესი „ვაიპერის“ დაწყებამდე, ბაზარზე ამ ავტომობილის სპეციალური ვერსია გამოუშვა, რომელსაც შეზღუდული რაოდენობით დაამზადებს. ეს ავტომობილი, სახელად „SRT ვაიპერ GTS ლონჩ ედიშნ“, პირველად პებლ ბიჩის (მონტერეი, კალიფორნია) ელეგანტურობის კონკურსზე წარსდგა.

„ვაიპერის“ სპეციალური „საწყისი ვერსია“ ლურჯ ფერშია შეღებილი, რომელიც ორი სქელი თეთრი ზოლითაა დამშვენებული. ეს ზოლები ავტომობილს მთელს სიგრძეზე გასდევს და სპორტთან მის სიახლოვეს უსვამს ხაზს. მანქანა ხუთწკირიან ბორბლებზე დგას, რომლებიც ალუმინის შენადნობისგანაა გამოჭედილი.
კაპოტქვეშ რა ტქმა უნდა, ისევ ის ალუმინის 8.4-ლიტრიანი V10 ძრავია განლაგებული, რომელიც მამოძრავებელი ძალით სერიულ „SRT ვაიპერს“ ამარაგებს. მისი სიმძლავრე 640 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 814 ნიუტონმეტრი. „GTS ლონჩ ედიშნ“ ასევე აღჭურვილია „ბრემბოს“ მუხრუჭებით და რეგულირებადი საკიდარით, რომელსაც რეგულირების ორი დონე აქვს.
„კრაისლერს“ არ დაუზუსტებია „SRT ვაიპერ GTS ლონჩ ედიშნის“ ფასი და ტირაჟი. სამაგიეროდ ცნობილია, რომ პირველი სერიული „SRT ვაიპერი“ „ბარეტ ჯეკსონის“ აუქციონზე 300 000 დოლარად გაიყიდა, მისგან მიღებული თანხა კი საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხა.


ასევე წაიკითხეთ

”აუდი A9” - ჰიბრიდული სპორტული სედანის კონცეპცია

No comments:

Post a Comment