20 აგვისტო
სამი წლის წინ, „ბენტლი მულსანმა“ პირველად სწორედ პებლ
ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე გაიარა, ამჯერად კი „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში
შემავალმა ბრიტანულმა კომპანიამ, რჩეულ კლიენტურას რეალური ავტომობილი უჩვენა. სამწუხაროდ,
ამ ელიტური ჩვენებისას, „ბენტლიმ“ ფოტოების გადაღების საშუალებაც არავის მისცა. უბრალო
მოკვდავთა ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად კი მხოლოდ ესკიზები გაიმეტა.
„თანამედროვე, მდიდრული და მაღალტექნოლოგიური სედანი
„მულსანი“ შესანიშნავი საფუძველია, რომელზეც მსოფიოში ყველაზე ელეგანტური ღია
ავტომობილის შექმნა შევძელით. კაბრიოლეტი „მულსანის“ ოჯახს გაზრდის და ორივე
ერთად, „ბენტლის“ ბრენდის ახალ სიმაღლეზე აიყვანს. ამასთან ახალი, განვითარებადი
ბაზრების ათვისებაშიც შეგვიწყობს ხელს“, - ამბობს „ბენტლის“ მთავარი აღმასრულებელი
ვოლფგანგ დიურჰაიმერი.
ყველაზე მთავარი ისაა, რომ „ბენტლის“ ჯერ ამ
ავტომობილისთვის მწვანე შუქი არ აუნთია. ღია „მულსანს“ კომპანია სხვადასხვა
გამოფენაზე გაიტანს (სავარაუდოდ, პირველი პარიზის მოტორ შოუ იქნება), მის
წარმოებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას კი მოგვიანებით მიიღებს.
„ბენტლის“ ღია „მულსანის“ მახასიათებლებზე სიტყვაც
არ დასცდენია, თუმცა ადვილად სავარაუდოა, რომ ორკარიანი და ოთხადგილიან ავტომობილს
მოკლებაზიანი შასი აქვს. მისი მამოძრავებელი კი „მულსანისგან“ ცნობილი 6.75-ლიტრიანი
წყვილ ტურბოიანი V8 ძრავია, რომელიც 505 ცხენის ძალას იძლევა.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment