20 აგვისტო
„ტოიოტამ“
ოფიციალურად გამოაქვეყნა თავის ახალ კომპაქტურ ჰეჩბეკ „აურისის“ ფოტოები და
მახასიათებლები, ავტომობილისა, რომელმაც კონკურენცია „ფოლკსვაგენ გოლფს“ და „ფორდ
ფოკუსს“ უნდა გაუწიოს და რომელიც ევროპის გარეთ, ზოგიერთ ბაზარზე, „კოროლას“
სახელით იყიდება. ევროპის ბაზარზე „აურისი“ იაპონური კომპანიის ყველაზე გაყიდვადი
ავტომობილია, მისი ახალი თაობის მსოფლიო პრემიერა პარიზის მოტორ შოუზე ჩატარდება,
სადაც ის ასევე ჰიბრიდული სისტემით აღჭურვილიც წარსდგება.
პირველი, რაც „ტოიოტამ“ „აურისის“ განახლებისას
გააკეთა, მისი მოკრძალებული იერი შეცვალა. წინა „აურისი“ ყველანაირად კარგი,
საიმედო მანქანაა. მაგრამ მას ხასიათი აკლდა. ზედმეტად რბილი იყო და ეს სირბილე
ყველაფერში იგრძნობოდა. და ამიტომ, „ტოიოტამ“ სწორედ მისი ხასიათის გამოცვლა
გადაწყვიტა. გარეგნულად ავტომობილი იმ სტილს იმეორებს, რომლებიც „ტოიოტამ“ უკვე
გამოიყენა ახალ „პრიუსსა“ და „იარისზე“.„ტოიოტას“ განცხადბით, ახალი „აურისი“, C-სეგმენტში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კლირენსის მქონე ავტომობილია. ამასთან, ის წინამორბედზე 55 მილიმეტრით დაბალია. გარდა ამისა, მას უფრო დაბალი წინა ნაწილიც აქვს. ამ ორი ფაქტორის წყალობით, მნიშვნელოვნად შემცირდა შემხვედრი ჰაერის წინააღმდეგობის კოეფიციენტი, რომელმაც 0.28 შეადგინა.
ახალი „აურისი“, წინა მოდელის მოდიფიცირებულ პლატფორმაზეა აგებული. მისი გაბარიტებია: სიგრძე 4275 მილიმეტრი (წინაზე 30 მილიმეტრით გრძელი), სიგანე სიგანე 1760 მილიმეტრი (არ შეცვლილა), ბორბლებს შორის ბაზა კი - 2600 მილიმეტრი (ესეც არ შეცვლილა).
მთლიანად შეცვლილია ინტერიერი, სადაც იაპონურმა კომპანიამ უფრო მაღალი ხარისხის მასალები გამოიყენა. ამასთან, უფრო მეტი ყურადღება დაეთმო წვრილმან დეტალებს. გაუმჯობესდა და უფრო კომფორტული გახდა მძღოლის პოზიცია, უკანა მგზავრების ფეხების ადგილი კი სიგრძეში 20 მილიმეტრითაა გაზრდილი. საბარგულის მოცულობა კი 350-დან 360-მდე გაიზარდა. სხვათა შორის, ჰიბრიდულ „იარისზე“ ელემენტების ბლოკის განლაგება იმგვარად შეიცვალა, რომ საბარგულის მოცულობა პრაქტიკულად არ შემცირებულა.
ახალი ავტომობილის კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება
ისაა, რომ მისი შემუშავებისას, ინჟინრებმა განსაკუთრებული ყურადღება წონის
შემცირებას დაუთმეს. ამისათვის, შასისა და ძარის კონსტრუქციაში, მტკიცე ფოლადი
გამოიყენეს. ამის წყალობით, მანქანის სტრუქტურის სიმტკიცე 10 პროცენტით გაიზარდა,
წონა კი (ჰიბრიდულისა არა) 40 კილოგრამით შემცირდა.
ევროპული „აურისი“, რომელსაც იაპონური კომპანიის
ბარნასტოუნის (ბრიტანეთი) ქარხანა გამოუშვებს, 1.4-ლიტრიანი ტურბო დიზელითა და 1.33
და 1.6-ლიტრიანი ძრავებით აღიჭურვება. გარდა ამისა, აუცილებლად გამოუშვებენ
ჰიბრიდულ ვერსიას, რომლის სისტემაშიც შევა ბენზინის 1.8-ლიტრიანი ძრავი და
ელექტროძრავი, რომელსაც ენერგიით ნიკელ-მეტალ ჰიდრიდული ელემენტების ბლოკი
მოამარაგებს. „ტოიოტა“ ვარაუდობს, რომ თითოეული ტიპის აგრეგატებით აღჭურვილ „აურისებს“
თანაბრად (ყოველ ტიპზე 1/3-ს) გაჰყიდის. მოგვიანებით, „აურისის“ აღჭურვილობაში
ასევე „ბეემვეს“ წარმოების დიზელის აგრეგატი შევა.
„ტოიოტა“
აცხადებს, რომ ახალი „აურისის“ შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას და ფასებს მოგვიანებით
გამოაქვეყნებს.
ასევე წაიკითხეთ
”აუდი A9” - ჰიბრიდული სპორტული სედანის კონცეპცია
და
„ტოიოტამ“ მსოფლიო ლიდერობა დაიბრუნა
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/07/blog-post_6603.html |
No comments:
Post a Comment