Monday, August 20, 2012

„კია“ სრულგაბარიტიან ოთხკარიან კუპეზე მუშაობს


Kia Working on Mercedes CLS Rival
20 აგვისტო
ბოლო წლებში, კორეულმა კომპანიებმა საკუთარი პროდუქციის დიზაინი დახვეწეს და კომფორტის საშუალებებით აღჭურვეს. მაგრამ მიუხედავად ამისა, „ჰიუნდაის“ და „კიას“ ავტომობილები მყიდველს ყველაზე მეტად ისევ დაბალი ფასის გამო იზიდავს. თუმცა, „ჰიუნდაის“ უკვე დაწყებული აქვს პრემიუმ დონის მოდელების წარმოება, „კია“ კი ამ მხრივ ჯერ მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამს. ორივე კი უკვე სერიოზულ კონკურენციას უწევს ისეთ გერმანულ კომპანიებს, როგორებიც „ოპელი“ და „ფოლკსვაგენია“.

„კიას“ სამოდელო გამა თანდათან ივსება იმ ავტომობილებით, რომლებსაც კორეული კომპანია ადრე არ აწარმოებდა. ახლახანს ბაზარზე K9 ლუქს სედანიც კი გამოვიდა. მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს ფლაგმანი ავტომობილი, რომელიც „კიას“ ავტორიტეტს შეუქმნის და მაღალი კლასის გერმანულ კომპანიებთან კონკურენციის საშუალებას მისცემს. მოკლედ, „კიას“ სურს ავტომობილი, რომლითაც კონკურენციას „მერსედეს-ბენცის“ ოთხკარიან კუპე CLS-ს გაუწევს.

ასეთი ავტომობილი კი შეიძლება გახდეს კონცეპტუალური „GT კონსეპტის“ (ფოტოზე) სერიული ვერსია, ავტომობილისა, რომლის პრემიერაც ფრანკფურტის შარშანდლ მოტორ შოუზე ჩატარდა. ეს ავტომობილი 3.3-ლიტრიანი ტურბო V6 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 390 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამ ძრავის წყალობით კი, GT-ს სერიულ ვერსიას იმ მყიდველის მიზიდვა შეუძლია, რომლებიც მანქანაში ძრავის სიმძლავრეს და სალონის მდიდრულობას აფასებენ.
„ყველა კომპანიას სჭირდება ჰალო ქარი (საიმიჯო ავტომობილი). კუპეს სეგმენტში გერმანული კომპანიები დომინირებენ. GT კი ამ სეგმენტში „კიას“ პირველი ნაბიჯია. ეს დაახლოებით ისეთივე რამაა, რაც კლუბში ნაბიჯის პირველად შედგმა. ეს ავტომობილი იმ ნიშისთვისაა განკუთვნილი, რომელში შესვლაც „კიას“ ხელეწიფება. ამ ავტომობილს ბევრი კლიენტი გამოუჩნდება“, - ამბობს „კიას“ მთავარი დიზაინერი პეტერ შრაიერი.
თუმცა ერთია, როდსაც ქმნი „ოპელ ასტრას“ კონკურენტ „სიი’დ-ს“ და მეორე, როდესაც შენი კონკურენტი „მერსედეს-ბენცია“, კომპანია, რომელიც წვრილმანების დასახვეწადაც კი მილიონებს ხარჯავს და რომელიც თავის ავტორიტეტს ათწლეულების განმავლობაში აყალიბებს. თუმცა არსებობს სფერო, რაშიც კორეელებს გერმანელებთან ტოლსწორად კონკურენცია შეუძლიათ და ეს ძრავები და ტრანსმისიებია. „კიას“ უფროსმა ნათესავმა „ჰიუნდაიმ“ ეს უკვე არაერთხელ დაამტკიცა...


ასევე წაიკითხეთ

”აუდი A9” - ჰიბრიდული სპორტული სედანის კონცეპცია


და

„ტოიოტამ“ მსოფლიო ლიდერობა დაიბრუნა

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/07/blog-post_6603.html

No comments:

Post a Comment