Monday, August 27, 2012

DTM-ზე რალფ შუმახერმა პიტ-მექანიკოსები მოცელა (ვიდეო)


Watch this Mercedes-Benz DTM pit crew's dramatic air line accident
27 აგვისტო
ჰოლანდიის ცანდფოორტში, DTM-ის (გერმანიის ტურიზმის კლასის ჩემპიონატი) სერიის მორიგი რბოლის დროს, „მერსედეს-ბენცის“ პიტლეინზე შემთხვევა მოხდა, რომელმაც გუნდის ოთხი წევრი დააზიანა. მანქანის საჭესთან კი რალფ შუმახერი იჯდა.

შუმახერმა ბორბლები რომ შეუცვალეს, სტარტი აიღო და მის წინ არსებულ, ასევე „მერსედესის“ ბოქსს ჩაუარა. მაგრამ სანამ გასცდებოდა, უკანა ბორბლის მომსახურებისთვის განკუთვნილ პნევმო სისტემის რეზინის მილს, უკანა მარჯვენა ბორბალი გამოსდო. გამოსდო კი არა, ჩაიხვია. მილი დაიჭიმა და შესაბამისი ბოქსის პერსონალს გამოედო... შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა.
ოთხივე უმალ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც სამი სახელდახელო გასინჯვის მერე გამოწერეს. ერთი კი უფრო დაწვრილებითი გამოკვლევისთვის დაიტოვეს.

ვიდეო


ასევე წაიკითხეთ:
ქართული ავტოსპორტი
http://autopanoramaf1.blogspot.com/search/label/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98 

და

ერთი-ერთზე ლე მანთან


No comments:

Post a Comment