Monday, August 27, 2012

„ფალკატრონი“ – ტრანსფორმერი „ფორდ ფალკონის“ ბაზაზე

Ford Falcon Transformers Autobot - Falcatron
27 აგვისტო
„ფორდის“ ავსტრალიურმა ფრთამ, თავისი პროდუქციის რეკლამირებისთვის, პოპულარულ კომპიუტერულ თამაშ „ტრანსფორმერების“ გამოყენება გადაწყვიტა. „ფალკატრონი“ - ასე ეწოდება ცისფერი ოვალის ტრანსფორმერს, რომელიც პროექტის ავტორებმა „ფორდ ფალკონის“, უფრო სწორედ, ამ ავტომობილის „XR6 ტურბო“ ვერსიის ბაზაზე შეიმუშავეს.
„ფალკატრონის“ პრემიერა, ტრანსფორმერებზე ვიდეოთამაშის ახალი სერიის - „საიბერტრონის დაცემა“ პრემიერას დაემთხვევა. თამაშში „ფალკატრონი“ ავტობოტია და ჯერჯერობით, ის მხოლოდ ვირტუალურ სამყაროში არსებობს (მისი ავტორი, სტუდია „ჰაი მუნ სტუდიოა“). თუმცა ვინ იცის, შესაძლოა მალე რეალობაში, თუნდაც საჩვენებელი პროტოტიპის სახითაც კი ვიხილოთ.

„პროექტზე მომუშავეებმა „ჰაი მუნ სტუდიოდან“ ყველაფერი იღონეს იმისათვის, რომ უჩვეულო და გამორჩეული კონცეპტუალური ხელოვნების ნიმუში შეექმნათ, რომლითაც „XR6 ტურბოს“ მათეული ინტერპრეტაცია შეექმნათ“, - ნათქვამია „ფორდ ავსტრალიას“ ფეისბუკის გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ფილმ „ტრანსფორმერებში“ მონაწილეობამ, ბაზარზე „შევროლე კამაროს“ პოპულარობაზე დიდი გავლენა იქონია. კომპიუტერულ თამაშ „ტრანსფორმერებს“ მთელს მსოფლიოში მილიონობით ფანი ჰყავს, რომელთა შორის პოპულარობასაც, „ფორდსთვის“ უზარმაზარი მოგების მოტანა შეუძლია.


ასევე წაიკითხეთ

”ლაზიკა” (ვიდეო)


და

„ტოიოტამ“ მსოფლიო ლიდერობა დაიბრუნა

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/07/blog-post_6603.html

No comments:

Post a Comment