Monday, August 27, 2012

„შკოდამ“ სედან „რეპიდის“ წარმოება დაიწყო


Skoda Begins Production of Rapid, Expands its Mladá Boleslav Plant by a Third
27 აგვისტო
ჩეხური კომპანია თავისი სრულიად ახალი ავტომობილის, პატარა სედან „რეპიდის“ მსოფლიო პრემიერას პარიზის მოტორ შოუზე გეგმავს, მანამდე კი ერთი თვით ადრე, თავის მლადა ბოლესლავის ქარხანაში, ამ ავტომობილის წარმოება დაიწყო. ცნობისათვის, „შკოდას“ სამოდელო გამაში, „რეპიდი“ სუბკომპაქტურ „ფაბიასა“ და კომპაქტურ „ოქტავიას“ შორის ნიშას შეავსებს.

„დღეს ჩვენ „შკოდას“ ისტორიაში სრულიად ახალი ავტომობილის წარმოება დავიწყეთ. ეს ავტომობილი, კომპაქტურ კლასში ახალ სტანდარტებს დააწესებს და ის ჩვენი ზრდის და განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამ ავტომობილით, „შკოდა“ საერთაშორისო ბაზარზე პოზიციებს გაიმყარებს“, - განაცხადა „შკოდას“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა ვინფრიდ ვალანდმა.
„რეპიდის“ გამო, მლადა ბოლესლავის ქარხანას მოდერნიზება დასჭირდა. აუცილებელი გახდა ამწყობ ფაზაში ახალი სექციების დამატება, სადაც ავტომობილის სალონის, ასევე შასის წინა და უკანა ნაწილების აწყობა იქნებოდა შესაძლებელი. საბოლოო ჯამში, ქარხნის საწარმოო ხაზი მესამედთ გაიზარდა. მოდერნიზება ჩაუტარდა 17 საწარმოო დარბაზს, საერთო ჯამში კი 170 ახალი პროექტი განხორციელდა.
თუმცა, ეს ყველაფერი არაა, რაც „შკოდამ“ ახალი ავტომობილის წარმოებისთვის გააკეთა. ჩეხური კომპანია მალე „რეპიდს“ ჩინეთშიც გამოუშვებს, შემდეგ კი შეიძლება ამისთვის „ფოლკსვაგენის“ კალუგას (რუსეთი) ქარხანა გამოიყენოს. ორივე შემთხვევაში, ადგილობრივი წარმოება შესაბამისი ბაზრების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.


ასევე წაიკითხეთ

”ლაზიკა” (ვიდეო)


„ტოიოტამ“ მსოფლიო ლიდერობა დაიბრუნა

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/07/blog-post_6603.html

No comments:

Post a Comment