Wednesday, September 19, 2012

„შელბი“ 850-ცხენისძალიან „GT500 სუპერ სნეიკს“ გამოუშვებს

Shelby announces 2013 GT500 Super Snake with up to 850 horsepower
19 სექტემბერი
„სუპერ გველი“ - ამ სახელით, „შელბიმ“ პირველად ავტომობილი (რა თქმა უნდა, მუსტანგის ბაზაზე) 1967 წელს გამოუშვა, ოღონდ ის ერთჯერად პროტოტიპი იყო. 40 წლის შემდგ კი ამავე სახელით, ავტომობილის მცირესერიული წარმოება დაიწყო. მაშინ „ფორდ მუსტანგის“ 5.4-ლიტრიანი V8 ძრავი 600 ცხენის ძალამდე გაძლიერდა.

გავიდა ხუთი წელი და ეს სიმძლავრე საკმარისი აღარაა - მეტოქეებმაც მოუმატეს თავიანთ თავლაში ცხენებს... და „შელბიმაც“ თამასა 662 ცხენის ძალამდე ასწია. ოღონდ, ამ სიმძლავრით „უბრალო“ „შელბი GT500“ აღიჭურვა. „სუპერ გველისთვის“ კი ამერიკულმა კომპანიამ კიდევ უფრო ძლიერი მხეცი მოამზადა.
კომპანია მყიდველს 850-ცხენისძალიან „GT500 სუპერ სნეიკს“ სთავაზობს, მაგრამ ასეთი სიმძლავრის გამკლავება ყველას არ შეუძლია და ამიტომ, მყიდველს შესაძლებლობა აქვს, დეფორსირებული ძრავით აღაჭურვინოს თავისი ავტომობილი. ასეთი ძრავის სიმძლავრე ისევ 662 ცხენის ძალაა.
რა თქმა უნდა, ავტომობილი მარტო მომეტებული სიმძლავრით არ გამოირჩევა. მას გაუმჯობესებული აქვს მუხრუჭები, დგას სპორტულ საკიდარზე, შეცვლილია გამოსაბოლქვი სისტემა. „შელბიმ“ სპეციალურად ამ ავტომობილისთვის შეიმუშავა 20-დუიმიანი ბორბლები, უფრო წარმადი გახდა გაგრილების სისტემა...
ახალ „GT500 სუპერ სნეიკს“ აქვს შუშის ბოჭკოს კომპოზიტისგან დამზადებული
კაპოტი, კარის ქვედა ნაწილში მას თეთრი ზოლი გაუყვება, რომელზეც წინა ნაწილში, მისი დასახელებაა წარწერილი. გარდა ამისა, შესაძლებელია ძარის უფრო განიერი კიტ კომპლექტის შეკვეთა, რომელიც განიერი ბორბლების დაყენების საშუალებას მოგცემთ.
საერთო ჯამში, პაკეტი „სუპერ სნეიკის“ შედარებით სუსტი ვერსია, 28 995 დოლარი დაგიჯდებათ, ოღონდ ამას საბაზო GT500-ის ფასიც უნდა დაუმატოთ. რაც შეეხება პაკეტს, რომელშიც 850-ცხენისძალიანი ძრავი შედის, მისი ღირებულება 39 995 დოლარია.

ასევე წაიკითხეთ

„მაკლარენ P1“ – F1-ის შემცვლელის პირველი გამოცხადება


No comments:

Post a Comment