Wednesday, September 19, 2012

ფორმულა ერთის ახალი უსაფრთხოების მანქანა


2013 Mercedes-Benz SLS AMG GT is the New F1 Safety Car
19 სექტემბერი
„მერსედეს-ბენცმა“ და მისმა შტო AMG-მ, ფორმულა ერთის უსაფრთხოების მანქანას მოდერნიზაცია ჩაუტარა. ძველი ავტომობილი SLS AMG, რომელიც რბოლებს ამჟამად ემსახურება, ახალი SLS AMG GT-თ შეიცვალა. ეს ავტომობილი პირველად უკვე გამოიყენეს ბელგიის დიდი პრიზზე და სინგაპურის დიდი პრიზიდან მოყოლებული, რბოლებს სწორედ ის მოემსახურება.

SLS AMG GT წინამორბედთან შედარებით, დახვეწილია. კერძოდ, გაუმჯობესდა მართვადობა და დინამიურობა, 20 ცხენის ძალით გაიზარდა 6.2-ლიტრიანი V8 ძრავის სიმძლავრე, რომელმაც 583 ცხენის ძალას მიაღწია. ახალ ავტომობილს გარეგნულად გამოარჩევს დამუქებული ფარები, და გაბარიტული მაშუქები, ასევე შავი ფერის რადიატორი.
სერიულ მოდელთან შედარებით, ცვლილებები მინიმუმზეა დაყვანილი. დაიხვეწა გამოსაბოლქვი სისტემა, რომელიც ამ მანქანაზე უფრო ბოხ ხმას გამოსცემს, ავტომობილის ძარაზე დატანილია ფ1-ის ამოსაცნობი ნიშნები, უსაფრთხოების ციმციმა-მაშუქები კი ცოტა უკან დასწიეს და უკანა შუშაზე დაამაგრეს. სავარძლები ექვსწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედებით აღიჭურვა, ცენტრალურ კონსოლზე კი მოთავსდა მოზრდილი მონიტორი, რომელზეც პილოტი და მისი ნავიგატორი, რბოლის მსვლელობას მიადევნებენ თვალს.მათს განკარგულებაშია ასევე რადიოსისტემა, რომლის დახმარებიტაც ისინი რბოლის ორგანიზატორებთან კავშირს ინარჩუნებენ.

უსაფრთხოების მანქანა ტრასაზე მაშინვე გამოდის, როგორც კი რბოლის კონტროლი დაადგენს, რომ გარკვეული მიზეზების გამო, ტრასაზე უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია. ამ სეზონში, უსაფრთხოების მანქანა ტრასაზე ექვსჯერ გამოვიდა და პელოტონო 138.1 კილომეტრ მანძილზე ატარა.

ასევე წაიკითხეთ

„მაკლარენ P1“ – F1-ის შემცვლელის პირველი გამოცხადება


No comments:

Post a Comment