Wednesday, September 19, 2012

„ლენდ როვერი“ „ევოკზე პატარა ქროსოვერის გამოშვებას აპირებს


Land Rover Mulling a Smaller Crossover than the Evoque
19 სექტემბერი
„ევოკი“ ყველაზე კომპაქტური ავტომობილია, რაც კი „რეინჯ როვერის“ ემბლემით ოდესმე გამოსულა. და რაც მთავარია, ყველაზე გაყიდვადი ამ ბრენდის ისტორიაში. მისი გაყიდვა „ლენდ როვერმა“ შარშან დაიწყო და უკვე 90 000 ცალი გაჰყიდა. აქედან პირველ ექვს თვეში ევროპაში 27 685 ცალია გაყიდული, თითქმის იმდენივე (29 891), რამდენიც იმავე ბაზარზე „ლენდ როვერმა“ თავისი ყველა სხვა მოდელი გაჰყიდა.

ასეთი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ბრიტანული კომპანია თავის ჰელივუდის ქარხანას სამ ცვლაში, დღე-ღამეში 24 საათი ამუშავებს. და ეს ამ ქარხნის ნახევარსაუკუნოვან ისტორიაში პირველად ხდება. ასეთმა წარმატებამ, ინდური „ტატა მოტორსის“ ხელში მყოფი „ლენდ როვერის“ ხელმძღვანელობა, ახალი, „ევოკზე“ პატარა ავტომობილის გამოშვებაზე დააფიქრა.
„ლენდ როვერის“ მთავარმა ინჟინერმა გერი მაკგოვერნმა, გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპთან“ საუბრისას განაცხადა, რომ შესაძლოა, მისმა კომპანიამ „ევოკზე“ პატარა ავტომობილიც გამოუშვას: „რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება შემცირების გზით წავიდეთ. მსოფლიო ბაზარზე ახლა უპირატესობას მდგრადობას ანიჭებენ და არაა სადაო ის, რომ ყველაზე პრაგმატული გზა, ავტომობილის გაბარიტების და წონის შემცირებაა“.
აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით, უგზოობის სუბკომპაქტური ავტომობილების მსოფლიო ბაზარზე, „სუძუკი“ და „ფიატი“ ლიდერობენ, თუმცა „ლენდ როვერის“ „მინი ევოკი“ ამ კლასში პირველი პრემიუმ მოდელი იქნება. ამასთან, მას კონკურენცია ალბათ „აუდის“ შესაბამის ავტომობილთან (Q1) მოუწევს, რომელიც შეიძლება A1-ის პლატფორმაზე შეიქმნას და რომლის შესახებაც ინგოლშტადტში ჯერ კიდევ ფიქრობენ.


ასევე წაიკითხეთ

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი


”ლაზიკა” (ვიდეო)

No comments:

Post a Comment