Wednesday, September 19, 2012

გლიკენჰაუსი ლე მანისთვის სარბოლი ავტომობილი სურს

Glickenhaus considering LMP1 for P4/5 Competizione
19 სექტემბერი

ჯეიმს გლიკენჰაუსი ცნობილია იმით, რომ მისი შეკვეთით, „ფერარიმ“ ექსკლუზიური მოდელი - „P4/5 კომპეტიციონე“ შექმნა. ამ ავტომობილით, მისმა მფლობელმა ჯერ ავტო გამოფენები და ელეგანტურობის კონკურსები მოიარა, შემდეგ რბოლებშიც მიღო მონაწილეობა. ახლა კი ლე მანის 2014 წლის რბოლაში გამოსვლაც სურს, რისთვისაც მარანელოელებისთვის ახალი, LMP სარბოლი კლასის შესაფერისი სარბოლი პროტოტიპის შეკვეთას აპირებს.


2014 წელს ლე მანზე ახალი რეგლამენტი ამოქმედდება, რომელიც ავტომობილებს წრეზე გამოყენებულ ენერგიას შეუზღუდავს. ეს რეგლამენტი უნივერსალური იქნება და ერთდროულად შიდაწვის, ჰიბრიდული და ელექტრული ძრავებით აღჭურვილ ავტომობილებს შეეხება. აღარ იქნება ლიტრაჟული და ძრავისთვის აღებული ჰაერის შეზღუდვები.


ახალი რეგლამენტი მეტ შესაძლებლობებს უქმნის კერძო გუნდებს, რომლებიც ფინანსურად და შესაბამისად, ტექნოლოგიურადაც შეზღუდულნი არიან. მათ შორის შეიძლება გლიკენჰაუსიც აღმოჩნდეს, თუ ის ლე მანის რბოლაში მონაწილეობას გადაწყვეტს. მას უკვე შესთავაზეს ესკიზები პროტოტიპისა P4/5C M (M - მოდიფიკატა, ანუ მოდიფიცირებული, რაც მოიაზრებს, რომ ავტომობილი კერს-ით - კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემით აღიჭურვება).


ჯერჯერობით გლიკენჰაუსი ამბობს, რომ შესაძლოა, სარბოლი ავტომობილი 2014 წლის სეზონისთვის შეუკვეთოს. ოღონდ, პროექტს ფინანსური მხარდაჭერა და პარტნიორები დასჭირდება. და ამიტომაც, გლიკენჰაუსი დასძენს, რომ გადაწყვეტილი არაფერი აქვს. და სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ის აუცილებლად დაუბრუნდება ნურბურგრინგის ჩრდილოურ მარყუჟს, სადაც ახლახანს წრე 6 წუთსა და 51 წამში გაიარა. ეს კი რეკორდული დროა იმ ავტომობილებისთვის, რომლებიც „ფერარის“ ძრავებითაა აღჭურვილი.



ასევე წაიკითხეთ

„მაკლარენ P1“ – F1-ის შემცვლელის პირველი გამოცხადება

No comments:

Post a Comment