21
სექტემბერი
მონცაზე განცდილი ფიასკოს შემდეგ, სებასტიან ფეტელი
პელოტონის სათავეს დაუბრუნდა - სინგაპურის დიდი პრიზის პირველი ორი თავისუფალი
პრაქტიკა მოიგო. თუმცა, თავადვე განაცხადა, ამ საუკეთესო შედეგებით ილუზიებს არ
შევიქმნიო.
„ძალიან რთული ტრასაა პილოტებისთვისაც და
მანქანებისთვისაც. ჯერჯერობით კმაყოფილები ვართ, მაგრამ მთავარი ბრძოლა
კვალიფიკაციასა და რბოლაში გვექნება. დღევანდელ შედეგებს გადამწყვეტი მნიშვნელობა
არ აქვს, რადგან პრაქტიკებზე ყველა თავის სამუშაოს ასრულებს და დროები
მეორეხარისხოვანია. ჩემთვის მთავარი ისაა, რომ მანქანა ორივე საბურავზე კარგად
მუშაობს“, - განაცხადა ფეტელმა.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონმა ორივე პრაქტიკაზე უკან
„მაკლარენის“ პილოტები ჩამოიტოვა, რომლებსაც ბოლო სამი ეტაპი აქვთ მოგებული. პირველ
სესიაზე ლუის ჰამილტონი ჩამპიტოვა, რომელმაც უნგრეთსა და იტალიაში გაიმარჯვა,
მეორეზე კი - ჯენსონ ბატონი,
აღსანიშნავია, რომ პირველი სესიის წინ გვარიანად
იწვიმა, რაც 23-მოსახვევიან ტრასაზე, მრბოლებს სერიოზულ პრობლემებს უქადდა. მაგრამ
ასფალტი მალევე გაშრა და პილოტებმაც გაბედულად დაიწყეს ბოქსებიდან გამოსვლა. თუმცა,
მათი გააქტიურება უფრო მზის ჩასვლამ განაპირობა - ჩასული მზე მათ მხედველობის
პრობლემებს ვეღარ უქმნიდა. საბოლოოდ, ფეტელმა ჰამილტონს 0.049 წამით აჯობა. მეორე
სესიაზე ფეტელი კიდევ უფრო სწრაფი იყო. ამჯერად მას კონკურენცია ბატონმა გაუწია,
თუმცა 0.311 წამზე ახლოს ვერც გაეკარა.
სხვათა შორის, სინოპტიკოსებმა მეორე სესიაზეც
კოკისპირული იწინასწარმეტყველეს, მაგრამ ამჯერად აღარ გაწვიმებულა. ასეთი პროგნოზის
მიუხედავად, პილოტებმა მაინც მოლომდე მოიცადეს და შემდეგ რბილი რეზინით შეუბერეს.
სწორედ ამის შედგია ის, რომ ყველამ შეძლო პირველ სესიაზე ნაჩვენები საკუთარი დროის
გაუმჯობესება.
მართალია, ტრასა ერთ-ერთი ყველაზე მომთხოვნია,
მაგრამ ორივე სესიაზე მაინც მხოლოდ ერთი ინციდნტი მოხდა - მეორე სესიის
დასაწყისში, ბრუნო სენას მე-19 მოსახვევში შეცდომა მოუვიდა. მისი „უილიამსი“ კედელს
დაეჯახა და დამტვრეული საკიდარით, ტრასის შუაში გაჩერდა.
ფეტელმა ტრასის ახალი კერბები მოიწონა, მაგრამ ისიც
აღნიშნა, რომ ტრასა დაბორცვილია, რაც ბევრ სირთულეს ქმნის. და დასძინა, ასეთი რომ
არ იყოს, ეს სინგაპური არ იქნებოდაო... ტრასა მოსწონს ბატონსაც, თუმცა განაცხადა,
ამ სეზონის მანქანაში ძალიან დაბალზე ვზივარ, რის გამოც, ზოგიერთ მოსახვევს, ძლიერი
ვიბრაციის გადამკიდე, კარგად ვერ ვხედავო.
საინტერესოა,
რომ მეორე სესიის მიწურულს, „რედ ბულის“ და „მაკლარენის“ პილოტებს, ასევე ალონსოს
შორის, დაძაბული პაექრობა გაიმართა. ყველა მათგანმა შეძლო ცხრილის სათავეში
მოქცევა, თუმცა ბოლოს ჩემპიონმა იმარჯვა...
სინგაპურის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:50.566
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:50.615
3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:51.459
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:51.525
5. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:51.576
6. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:51.655
7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:51.658
8. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:51.943
9. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:52.275
10. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:52.296
11. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი) 1:52.629
12. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:52.716
13. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:52.839
14. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:52.986
15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:53.028
16. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:53.080
17. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:53.189
18. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:53.227
19. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია) 1:54.908
20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი) 1:55.091
21. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია) 1:55.335
22. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი) 1:55.760
23. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია) 1:56.656
24. მა ქინჰუა (ჩინეთი, ისპანია) 1:58.053
მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:48.340
2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:48.651
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:48.896
4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:48.964
5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:49.086
6. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:49.300
7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:49.339
8. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:49.790
9. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:50.039
10. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:50.161
11. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:50.263
12. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:50.345
13. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:50.636
14. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:50.791
15. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:51.122
16. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:51.450
17. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი) 1:51.452
18. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:52.009
19. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია) 1:52.218
20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი) 1:52.576
21. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია) 1:52.863
22. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი) 1:52.936
23. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია) 1:54.448
24.
ნარაინ კართიკეიანი (ინდთი, ისპანია) 1:54.514
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment