Friday, September 21, 2012

„მაკლარენ MP4-12C“ მილიონ დოლარად


McLaren to Reveal $1 Million MP4-12C "SGP Edition" at Singapore Grand Prix
21 სექტემბერი
სინგაპურში, ფორმულა ერთის დიდი პრიზის დროს, „მაკლარენს“ თავისი ერთადერთი საგზაო ავტომობილის - MP4-12C-ის ექსკლუზიური მოდიფიკაცია უნდა წარედგინა, რომელიც მხოლოდ სამი ცალი დამზადდება და თითოეული 1.28 მილიონ დოლარად გაიყიდება.

ამ ავტომობილის ოფიციალური სახელწოდებაა „მაკლარენ MP4-12C SGP ედიშნ“ (სინგაპურ გრან პრი ედიშნ - სიჰგაპურის დიდი პრიზის გამოშვება). ბრიტანული კომპანია ამ სუპერ ავტომობილის ტექნიკურ მახასიათებლებს არ აქვეყნებს. თუმცა სავარაუდოდ, ამ მხრივ ცვლილება არ იქნება.სამაგიეროდ, ცნობილი გახდა, რომ სამი ეგზემპლარიდან ორი უკვე გაყიდულია...
„მაკლარენმა“ პრეზენტაცია სასტუმრო „კონრად სენტენიალ სინგაპურის“ საკონფერენციო დარბაზში დანიშნა. პრეზენტაციამდე გამოქვეყნდა ბროშურა, რომელზეც მანქანის ერთადერთი ფოტოა გამოსახული. ის ორ ფერშია გაწყობილი, რომელთაგან ძირითადი შავია, მეორე კი - წითელი.მანქანას ახალი ბორბლები და მცირე აეროდინამიკური ელემენტები აქვს.
„მაკლარენ MP4-12C SGP ედიშნ“ ბრიტანული კომპანიის სპეციალური ოპერაციების შტოს მიერაა შემუშავებული, რომელმაც ახლახანს, ექსკლუზიური შეკვეთით, ერთჯერად პროექტი - X-1 განახორციელა.

ასევე წაიკითხეთ

„მაკლარენ P1“ – F1-ის შემცვლელის პირველი გამოცხადება


No comments:

Post a Comment