Thursday, September 20, 2012

„პორშე 918 სპაიდერმა“ ნურბურგრინგი 7:14-ში გაიარა


Porsche Confirms 918 Spyder's 7:14 Nürburgring Time, Says it was a One-Lap Attempt
20 სექტემბერი
საოცარია - „პორშეს“ უკვე შეუძლია ამ ექსკლუზიური სუპერ ავტომობილის თუნდაც ერთეულების წარმოება, მაგრამ არ ჩქარობს. და სანამ მის გაყიდვას დაიწყებს, რეკლამას არ აკლებს... ახლახანს, „918 სპაიდერის“ ბროშურა ინტერნეტით გავრცელდა, რომელიც ამ ავტომობილის მყიდველს სხვადასხვა ოპციებს სთავაზობს. მეორე დღეს კი „პორშემ“ გამოაცხადა, რომ ამ ავტომობილით, ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟი, რომლის სიგრძე 20.6 კილომეტრია, 7 წუთსა და 14 წამში გაიარა.

„პორშემ“ გამოაცხადა, რომ ავტომობილი 795-ცხენისძალიანი ჰიბრიდული აგრეგატითაა აღჭურვილი. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ცუფენჰაუზენელებმა სიმძლავრე დააკონკრეტეს! ადრე ყველგან მიუთითებდნენ, რომ ეს მონაცემი 770 ცხენის ძალაზე მეტი იქნებოდა.
ის ერთადერთი წრეც ავტომობილმა გაჩერებულმა დაიწყო. თანაც, „მიშლენის“ სტანდარტული საბურავებით იყო აღჭურვილი. ამასთან, მისი აღჭურვილობა, სახელად „ვაიზახი“, სტანდარტულ ვერსიაზე 34 კილოგრამით მსუბუქია. ამ პაკეტში არ შედის კონდიციონერი და აუდიოსისტემა.
სხვათა შორის, „პორშე“ ვარაუდბდა, რომ „918 სპაიდერი“ წრის გავლას 7 წამით მეტს მოანდომებდა. ავტომობილმა თითქმის ყველა საგზაო სუპერ ავტომობილს აჯობა, მათ შორის, „შევროლე კორვეტ C6 ZR1-ს“, „ნისან GT-R-ს“, „ფერარი ენცოს“ და „ლექსუს LFA-ს“. ჰიბრიდულ ავტომობილზე სწრაფი მხოლოდ მხოლოდ ბრიტანულ კომპანია „რადიკალის“ სატრეკო, ძალიან მსუბუქი ავტომობილია.
ცნობისათვის, „პორშე“ მხოლოდ 918 ცალი „918 სპაიდერის“ წარმოებას გეგმავს. თითოეულის ღირებულება 645 000 ევრო იქნება.

ასევე წაიკითხეთ

„მაკლარენ P1“ – F1-ის შემცვლელის პირველი გამოცხადება


No comments:

Post a Comment