Tuesday, September 25, 2012

„ლუმენო ნეომა როდსტერი“ - პატარა ფრანგული ელექტრომობილი

Loumeneo Neoma Roadster EV Ready for Paris Debut
25 სექტემბერი
ელექტრომობილების მწარმოებელი ფრანგული კომპანია „ლუმენეო“ ამჟამად მხოლოდ ორ ავტომობილს აწარმოებს - ორადგილიან „სმერას“ და ოთხადგილიან „ნეომას“. პარიზის მოტორ შოუს დამთვალიერებელს კი სრულიად ახალ ავტომობილს წარუდგენს. ეს იქნება ღია ავტომობილი, სახელად „ნეომა როდსტერი“.
როგორც სახელიდან ჩანს, ესაა ღია ავტომობილი, რომელიც „ნეომას“ ბაზაზე შეიმუშავეს. მაგრამ სახურავთან ერთად, მან ორი სავარძელიც „დაკარგა“. დარჩენილი ორი სავარძელი კი სპორტულებით შეცვალეს. ამის წყალობით, ავტომობილი კოხტა და სპორტული გამოვიდა. ყველაფერთან ერთად, მისმა ინჟინრებმა კლირენსი დასწიეს და ეს ჯუჯა ალუმინის 17-დუიმიან ბორბლებზე დააყენეს.
პატარაა, მაგრამ „ნეომა როდსტერი“ 80 კილოგრამს იწონის. და მაინც, 46-ცხენისძალიანი ელექტროძრავი საკმარისია იმსათვის, რომ ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 110 კმ/სთ იყოს. ძრავს ენერგიით ელემენტების კომპაქტური ბლოკი კვებავს, რომლის ტევადობაც 14 კილოვატსაათია. ეს კი საკმარისია იმისთვის, რომ პატარა ელექტრომობილმა ერთი სრული დამუხტვით 140 კილომეტრის გავლა შეძლოს.

ასევე წაიკითხეთ

ბასკური „ჰირიკო ფოლდი“ მოქმედებაში (ვიდეო)


No comments:

Post a Comment