Tuesday, September 25, 2012

ლაუდა: ჰამილტონი „მაკლარენში“ რჩება


Mercedes' Lauda says Hamilton staying at McLaren
25 სექტემბერი
ნიკი ლაუდა და "დაიმლერის" შეფი დიტერ ცეტშე
ნიკი ლაუდამ განაცხადა, რომ ლუის ჰამილტონი „მაკლარენში“ რჩება და ეს პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ერთი შეხედვით, ლაუდას რა ხელი უნდა ჰქონდეს „მაკლარენთან“ და ჰამილტონთან - ის გერმანულ ტელეარხ RTL-ის თანა-კომენტატორია.

მაგრამ როგორც ახლახანს „ტელეგრაფმა“ გამოაცხადა, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, „მერსედესის“ თხოვნით ცდილობდა ჰამილტონის სამქიმიანებისთვის გადაბირებას. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, „დაიმლერი“ ბრიტანულ გუნდზე ზეწოლას ახორციელებდა - ჰამილტონის გაშვების შემთხვევაში, ძრავებზე კონტრაქტის გაგრძელების გარანტიას აძლევდა.
ჰამილტონის გადაბირების შემთხვევაში, „დაიმლერი“ ლაუდას თავის გუნდში ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობას ჰპირდებოდა. მაგრამ თავად ლაუდა ამას უარყოფს და ამბობს, რომ სამქიმიანებს, თანხმობის ხელშეკრულების“ მოლაპარაკების პროცესში ეხმარებოდა. როგორც ცნობილია, „მერსედესი“ მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ახალ ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს. შესაბამისად, „დაიმლერსაც“ უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ თავისი გუნდი ფორმულა ერთში 2020 წლამდე დატოვოს.
როგორც ირკვევა, „მაკლარენმა“ ჰამილტონს ხელფასი გაუზარდა, რამაც ბრიტანელი მრბოლის გადაწყვეტილება განაპირობა. თუმცა, არსებობს იმის ვარაუდიც, რომ მთელი ეს აურზაური „მერსედესში“ მისი შესაძლო გადასვლის შესახებ, მისი თამაშის ნაწილი იყო, რომელიც მიზნად „მაკლარენზე“ გავლენის მოხდენას ისახავდა.
„ჰამილტონი „მაკლარენში“ რჩება. რაც შეეხება „მერსედესს“, წარმოდგენა არ მაქვს, ისინი რას აპირებენ“, - ეს სიტყვები ლაუდამ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. „ფერარის“, „ბრებჰემის“ და „მაკლარენის“ ყოფილი პილოტი ასევე ამბობს, რომ ფელიპე მასა მომავალ სეზონსაც „ფერარიში“ გაატარებს. და საერთოდ, ის დიდ გადაადგილებებს არ ელის.


ასევე წაიკითხეთ

ქაჯაიას ჰეთ-თრიკი ნოგაროზე

No comments:

Post a Comment