Sunday, September 9, 2012

კუბიცა გამარჯვებით დაბრუნდა!!!

Robert Kubica wins domestic rally on return to competition
9 სექტემბერი

პოლონელმა მრბოლმა ავტოსპორტში თავისი დაბრუნება გამარჯვებით დააგვირგვინა. მან მონაწილეობა იტალიის ერთ-ერთ ადგილობრივ რალიში მიიღო და რბოლა პირველ ადგილზე დაასრულა. ეს მისი პირველი გამოსვლაა მას შემდგ, რაც ფ1-ის შარშანდელი სეზონის დაწყებამდ, ასევე იტალიაში გამართული რალის დროს მომხდარ ავარიაში, მარჯვენა ფეხის და ხელის უმძიმესი ტრავმები მიიღო.

რბოლაში, სახელწოდებით რონდე გომიტოლო დი ლანა, კუბიცამ „სუბარუ WRC-თი“ იასპარეზა, მას ნავიგატორობა იტალიელმა ჯულიანო მანფრედიმ გაუწია. მათმა ეკიპაჟმა რბოლის ოთხივე სპეცმონაკვეთი მოიგო და საბოლოოდ, წუთზე მეტით ჩამოიტოვა მეორეზე გასულ პოპულარულ იტალიელ მრბოლ ომარ ბერგოს „მინი WRC“.
სხვათა შორის, რბოლის წინ კუბიცამ განაცხადა, რომ რალიზე გასამარჯვებლად არ გამოსულა და მისთვის ყველაზე საინტერესო ისაა, რომ გაიგოს, რამდენად შენარჩუნებული აქვს მრბოლის ინსინქტები და როგორ მუშაობს მისი ტრავმირებული მარჯვენა ხელი, რომელზეც რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა.
ამასთან, მანვე განაცხადა, რომ ფორმულა ერთში დაბრუნების იმედი ჯერაც აქვს: „ახლა მტავარია, რბოლისგან სიამოვნება მივიღოთ. დროები საერთოდ არ მაინტერესებს. აქ იმისთვის ვარ, რომ მრბოლის თვისებები აღვიდგინო და რეაბილიტაციის პროცესი დავაჩქარო. ოცი წელია, მრბოლი ვარ და ამ დროის განმავლობაში ინსტინქტები გამოვიმუშავე. ახლა კი მინდა, ეს ინსტინქტები რბოლისას შევამოწმო“.


ასევე წაიკითხეთ:
40 წელი ინდი 500-ზე „მაკლარენის“ პირველი გამარჯვებიდან
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/05/40-500.html

ძანარდი ინდი 500-ზე ოცნებობს

No comments:

Post a Comment