9 სექტემბერი
რბოლის წინ ფერნანდო ალონსომ განაცხადა, მეათე ადგილის მიუხედავად, ბრძლას ვაპირებო. ალბათ გამარჯვებისთვის ბრძოლას გულისხმობდა - მისგან ნაკლები მოსალოდნელი არც იყო. არავინ იცის, რისი იმედი ჰქონდა სერხიო პერესს, მაგრამ ფაქტია, რომ ის იტალიის დიდი პრიზის ერთ-ერთ მთავარ გმირად იქცა. უფრო მეტიც, მთავარი გმირი ის იქნებოდა, პიტ სტოპი ორი წრით ადრე რომ შეესრულებინა...
საბოლოოდ, ორივე ლუის ჰამილტონმა დაჩრდილა. ბრიტანელმა
შესანიშნავად გამოიყენა პოულის უპირატესობა და მთელი რბოლის განმავლობაში, ლიდერობა
მცირე ხნით, პერესს მაშინ გადააბარა, როდესაც ბოქსებში რეზინის შესაცვლელად
შევიდა. მექსიკელმა პელოტონის სათავეში ხუთი წრე გაატარა, მერე კი მას ახალი
რეზინით მოასპარეზე ჰამილტონმა გაასწრო.რბოლის წინ ფერნანდო ალონსომ განაცხადა, მეათე ადგილის მიუხედავად, ბრძლას ვაპირებო. ალბათ გამარჯვებისთვის ბრძოლას გულისხმობდა - მისგან ნაკლები მოსალოდნელი არც იყო. არავინ იცის, რისი იმედი ჰქონდა სერხიო პერესს, მაგრამ ფაქტია, რომ ის იტალიის დიდი პრიზის ერთ-ერთ მთავარ გმირად იქცა. უფრო მეტიც, მთავარი გმირი ის იქნებოდა, პიტ სტოპი ორი წრით ადრე რომ შეესრულებინა...
მასა ჰამილტონს უტევს |
ჟან-ერიკ ვერნის ტრიუკი |
ფეტელის და ალონსოს ბრძოლის ადრეული ფაზა |
ამ უხეშობისთვის ფეტელი პიტლეინზე უქმედ გავლით დასაჯეს |
ფეტელი "შინ" ფეხით დაბრუნდა... |
ალონსო კმაყოფილია |
ჰამილტონმა ამ სეზონში მე-3, კარიერაში კი მე-20 რბოლა
მოიგო, რითაც კლასიფიკაციაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ლიდერ ალონსოს ის 37 ქულით
ჩამორჩება, თავად კი მხოლოდ ქულას უგებს კიმი რაიკონენს, რომელიც მოგების გარეშეც,
სტაბილურობის ხარჯზე ახერხებს საჩემპიონო შანსების შენარჩუნებას. მონცაზე ის მეხუთე
ადგილს დასჯერდა. არადა, მასასთვის რომ გაესწრო, კლასიფიკაციაში ახლა მეორე სწორედ
ის იქნებოდა.
მესამე ადგილის მიუხედავად, კმაყოფილი დარჩა
ალონსო. აბა რა იქნებოდა - თუ მონცამდე უახლოეს მდევარს (ფეტელს) 24 ქულას უგებდა,
ახლა მისმა უპირატესობამ (ჰამილტონთან) 37 ქულას მიაღწია: „ძალიან ძნელი რბოლა
იყო. მანქანა ძალიან დამეხმარა, ალბათ, აქ ის ყველაზე სწრაფი იყო. მესამე ადგილი შესანიშნავი
შედეგია რბოლაში, რომელში გამარჯვებაც მიუწვდომელი იყო“.
სამივე მრბოლს სახელდახელო ინტერვიუ კვარცხლბეკზევე
ჩამოართვა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ნიკი ლაუდამ, ვინც პერესის წინაშე ქუდიც კი
მოიხადა და ასე გამოხატა 22 წლის მექსიკელისადმი დამოკიდებულება.
„დაუჯერებელია, მონცას კვარცხლბეკზე ასვლას ვერც
ვინატრებდი. ეს ჩემთვის განსაკუთრებული შედეგია. სტარტზე საბურავი სწორად შევარჩიე
და გადავწყვიტე, რომ ეს კომპლექტი მოგვიანებით შემეცვალა. ამის წყალობით, რბოლის
ბოლოს შედარებით უკეთესი რეზინით ვიასპარეზე და ამან კარგი სამსახური გამიწია“, -
განაცხადა პერესმა, ვინც ამ სეზონში უკვე მეორედ შეძლო მეორე ადგილის დაკავება
(პირველად მალაიზიაში).
მეოთხე ადგილით დაკმაყოფილდა ფელიპე მასა, რომელმაც
რბოლის მიწურულს, უპრობლემოდ გაატარა ალონსო. არადა, ბრაზილიელისთვის ეს ამ
სეზონში ჩატარებული საუკეთესო რბოლა იყო. მას შანსი ჰქონდა, 2010 წლის სეზონის
შემდგ პირველად ასულიყო კვარცხლბეკზე. მასამ რბოლა შესანიშნავად დაიწყო და ჯერ
ბატონს გაასწრო, შემდგ კი პირველ მოსახვევში ჰამილტონსაც შეუტია, თუმცა ამან მისი დაწინაურების
მცდელობა აღკვეთა.
აღსანიშნავია, რომ რბოლამ დიდი შეხლა-შემოხლის გარეშე
ჩაიარა, თუმცა მეცხრე წრეზე, ფრანგ ჟან-ერიკ ვერნს უცნაური ინციდენტი შეემთხვა - მოსახვევში
შესვლისას მან შეცდომა დაუშვა. მანქანა კერბზე ახტა და ყალყზე დადგა, თუმცა საჰაერო
ვოიაჟი ამით დაასრულა და „ტორო როსოს“ ბოლიდი მშვიდობიანად დაეშვა ასფალტზე. თუმცა
ვერნმა რბოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
იტალიის დიდი პრიზი
მონცა. დისტანცია 306.720 კმ (5.793 კმ, 53 წრე)
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:19:41.221
2. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) +00:04.356
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 00:20.594
4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 00:29.667
5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) 00:30.881
6. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 00:31.259
7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:33.550
8. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 00:41.057
9. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 00:43.898
10. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი) 00:48.144
11. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 00:48.682
12. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 00:50.316
13. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ლოტუსი) 01:15.861
14. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი) 1 წრე
15. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი) 1 წრე
16. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია) 1 წრე
17. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია) 1 წრე
18. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია) 1 წრე
19. ნარაინ კართიკეიანი (ინდთი, ისპანია) 1 წრე
20გ. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 2 წრე
21გ. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 3 წრე
22გ. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 6 წრე
გ. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 21 წრე
გ. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 45 წრე
შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი
წრე: ნიკო როსბერგი - 1:27.239, 53-ე წრე
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ფერნანდო ალონსო - 179 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი
- 142; 3. კიმი რაიკონენი - 141; 4. სებასტიან ფეტელი - 140; 5. მარკ უებერი - 132;
6. ჯენსონ ბატონი - 101; 7. ნიკო როსბერგი - 83; 8. რომენ გროჟანი (საფრანგეთი,
ლოტუსი) - 76; 9. სერხიო პერესი - 65; 10. ფელიპე მასა - 47; 11. მიხაელ შუმახერი
- 43; 12. კამუი კობაიაში - 35; 13. პოლ დი რესტა - 32; 14. ნიკო ჰულკენბერგი - 31;
15. პასტორ მალდონადო - 29; 16. ბრუნო სენა - 25; 17. ჟან-ერიკ ვერნი - 8; 18. დანიელ
რიკიარდო - 4
კონსტრუქტორთა თასი
1.
რედ ბულ-რენო - 272 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 243; 3. ფერარი - 226; 4. ლოტუს-რენო
- 217; 5. მერსედესი - 126; 6. ზაუბერ-ფერარი - 100; 7. ფორს ინდია-მერსედესი - 63;
8. უილიამს-რენო - 54; 9. ტორო როსო-ფერარი - 12
ასევე წაიკითხეთ:
40 წელი ინდი 500-ზე „მაკლარენის“ პირველი გამარჯვებიდან
No comments:
Post a Comment