Lotus rules out racing double DRS at Monza
3 სექტემბერი
„ლოტუსმა“ გადაწყვიტა, რომ ორმაგი DRS არც მონცას ავტოდრომზე,
იტალიის დიდი პრიზის რბოლისას გამოიყენოს. როგორც ცნობილია, ამ სისტემის პირველად
გამოყენებას გუნდი ბელგიაში აპირებდა, მაგრამ ძლიერი წვიმის გამო, პირველ ორ
თავისუფალ პრაქტიკაზე მისი ტესტირება ვერ მოხერხდა, რის გამოც, ის არც
კვალიფიკაციაში და არც რბოლაში აღარ დაუყენებიათ მანქანებზე.
გუნდში ჩათვალეს, რომ სათანადო ტესტირების გარეშე,
სისტემას შეიძლებოდა რბოლისას პრობლემები გამოეწვია. ამიტომ, მასზე უარი თქვეს.
ამასთან, მაშინვე გადაწყდა, რომ მას მანქანებზე არც იტალიაში დააყენებენ - მონცას
ავტოდრომი იმითაა ცნობილი, რომ მას გრძელი სწორი მონაკვეთები აქვს და მთლიანობაში,
ამ ტრეკზე რბოლისას, ყოველთვის ცდილობენ, მანქანას რაც შეიძლება ნაკლები წინააღმდეგობა
ჰქონდეს. ამიტომ, დამატებით აეროდინამიკური მოწყობილობა იქ საჭირო არაა.
„ლოტუსის“ შეფმა ერიკ ბუიემ განაცხადა, რომ
იტალიაში მანქანებზე ორმაგ DRS-ს არ დააყენებენ. სამაგიეროდ, ამ სისტემას ალბათ
სინგაპურში გამოიყენებენ: „ახლავე შემიძლია განვაცხადო, რომ მონცაზე ამ სისტემას მანქანებზე
არ დავაყენებთ. მონცაზე სრულიად განსხვავებული აერო კონფიგურაციებია საჭირო“.
ასევე წაიკითხეთ:
ერთი-ერთზე ლე მანთან
No comments:
Post a Comment