3 სექტემბერი
ახალი რეინჯ როვერი |
გასაკვირი არაფერია იმაში, რომ „იაგუარ ლენდ როვერი“
არაბული ბაზრითაა დაინტერესებული - ახლო აღმოსავლეთში ამ ბრიტანული ტანდემის ბევრი
ავტომობილი იყიდება. მაგრამ ეს მაინც არაა იმის საბაბი, რომ იქ წარმოებაც
გაიშალოს. თუმცა, არის კიდევ ერთი გარემოება, რომელმაც ბრიტანული კომპანიების
მფლობელი „ტატა მოტორსის“ გადაწყვეტილება - საუდის არაბეთში ავტომობილების
წარმოება განაპირობა. ამ გარემოებას ალუმინი ჰქვია!
ცოტა შორიდან მოვუვლით და გეტყვით, რომ „ლენდ
როვერიც“ და „იაგუარიც“ ინტენსიურად“ ითვისებენ ამ მსუბუქ მეტალს. ალუმინის
დახმარებით შესაძლებელი ხდება ავტომობილების წონის შემცირება, ამას კი შედეგად გამონაბოლქვში
ნახშირორჟანგის შემცველობის კლება მოსდევს. ალუმინიზაციის ნამდვილი ნიმუშია
უახლესი „რეინჯ როვერი“, რომელიც მეტწილად სწორედ საუდეთში გადიოდა ტესტირებას და
რომლის მსოფლიო პრემიერაც მალე პარიზის მოტორ შოუზე შედგება.
ახალი „რეინჯ როვერის“ მზიდი ელემენტი მთლიანად ალუმინისგანაა
დამზადებული, რისი წყალობითაც, ავტომობილი მის წინამორბედზე (მისი შესაბამისი
სტრუქტურა ფოლადისგან მზადდება) დაახლოებით 39 პროცენტით მსუბუქი გამოვიდა.
ალუმინისგანვეა დამზადებული ავტომობილის შასის წინა და უკანა სტრუქტურების უმეტესი
ნაწილი. ყოველივეს წყალობით, „რეინჯ როვერმა“ წონაში 420 კილოგრამი დაიკლო(!).
იაგუარ XF--ის ალუმინის სტრუქტურა |
ამხელა ისტორია კი იმის გამო მოგიყევით, რომ ხაზი
გაგვესვა „იაგუარ ლენდ როვერისთვის“ ალუმინის მნიშვნელობისთვის. ახლა კი
დავაკავშიროთ ალუმინი საუდის არაბეთთან: საქმე ისაა, რომ ალუმინის წარმოების
მსოფლიო ლიდერმა „ალკოამ“ (რომელიც ბევრი ავტოკომპანიისთვის ამ მეტალის ძირითადი
მიმწოდებელია) და მისმა არაბულმა პარტნიორმა „მა’ადენმა“ ახლახანს საუდეთში ერთობლივი
საწარმო ჩამოაყალიბეს, რომელიც ქვეყნის აღმოსავლთში, მსოფლიოში ალუმინის უდიდეს
ჩამომსხმელ ქარხანას ააშენებს. და ეს ქარხანა, „ლენდ როვერის“ და „იაგუსრის“ ახალ
(აშენების შემთხვევაში) ქარხანას ალუმინით შედარებით იაფად (ტრანსპორტირებაზე მინიმალური
ხარჯების გათვალისწინებით) მიაწვდის.
სხვათა შორის, „ლენდ როვერის“ მსგავსად,
ალუმინიზაციის პროცესი „იაგუარსაც“ დაწყებული აქვს. მის ორ მოდელზე - XK-სა
და
XJ-ზე, ალუმინი უხვადაა გამოყენებული. ამასთან, ბრიტანული კომპანია ამ
მეტალის სხვა მოდელებისთვის ათვისებასაც აპირებს.
ასევე წაიკითხეთ
”ლაზიკა” (ვიდეო)
და
„ტოიოტამ“ მსოფლიო ლიდერობა დაიბრუნა
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/07/blog-post_6603.html |
No comments:
Post a Comment