Monday, September 3, 2012

„ფორდი“ ჩინეთში ექსპანსიას აღრმავებს

Ford Expands Chinese Operations, Invests US$600 Million to Build Third Chongqing Assembly Plant
3 სექტემბერი
„ფორდმა“ შარშან გამოაცხადა, რომ ჩინეთის ბაზარზე მნიშვნელოვნად გააქტიურებას გეგმავს. ამისათვის კი, სამუშაო ძალის რაოდენობის გაორმაგებას და წარმოების 50 პროცენტით გაზრდას აპირებს. ახლახანს კი, ამერიკული კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა ალან მიულალიმ, ჩინეთის ქალაქ ჩონქინთან, საფუძველი ჩაუყარა ახალ ქარხანას, რომლის მშენებლობის დასრულების შემდეგაც, ცისფერი ოვალის ჩონქინურ საწარმოთა რიცხვი სამს მიაღწევს. ამასთან, ეს იქნება „ფორდის“ უდიდესი არაამერიკული ქარხანა.
„ფორდი“ და მისი ერთობლივი საწარმო „ჩანგან ფორდ მაზდა ავტომობილი“, „ჩონქინ 3“ ქარხნისთვის დაახლოებით 600 მილიონი დოლარის ინვესტიციას გაიღებენ. ახალი ქარხნის წლიური წარმადობა 250 000 ავტომობილი იქნება. გარდა ამისა, 100 000-ით გაიზრდება „ჩონქინ 2-ის“ წარმადობა. ამგვარად, „ფორდის“ ჩინური წარმოება 350 000-ით მოიმატებს.
„ექსპანსიის ეს გეგმა საშუალებას მოგვცემს, რომ ჩინელ მომხმარებლებს უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ. აქაურ მყიდველს უმაღლესი ხარისხის ავტომობილებს, მწვანე ტექნოლოგიებს, უსაფრთხოებას და მოხდენილ დიზაინს შევთავაზებთ. 20150 წლამდე კი აქაურ ბაზარზე 15 ახალ ავტომობილს შემოვიტანთ“, - განაცხადა მიულალიმ.

ქარხანა „ჩონქინ 3“ მუშაობას 2014 წელს დაიწყებს და მასში ერთდროულად 7 სხვადასხვა ავტომობილის წარმოება იქნება შესაძლებელი. სხვათა შორის, „ჩანგან ფორდ მაზდა ავტომობილი“ უკვე აშენებს კიდევ ორ ახალ ქარხანას, რომლებშიც ძრავებს და ტრანსმისიებს დაამზადებენ. გარდა ამისა, „ფორდს“ სხვა ჩინელ პარტნიორებთან ერთად, ცისქვეშეთში კიდევ ხუთი ქარხანა აქვს და ამდენივესაც აშენებს...
ერთ-ერთი მათგანის მშენებლობა ქალაქ ჰანჟუსთან ახალი დაწყებულია. ამ ქარხანაში კი, როგორც მიულალიმ სააგენტო დეტროიტ ფრი პრესთან საუბრისას განაცხადა, პატარა, იაფფასიანი ავტომობილის წარმოება იგეგმება. ეს ავტომობილი, ამერიკული კომპანიის გამაში, „ფიესტას“ ქვემოთ დაიკავებს ადგილს და მისი ფასი 10 000 დოლარის ფარგლებში იქნება.
ამერიკული კომპანიის მარკეტოლოგებს გამოთვლილი აქვთ, რომ მომდევნო ათწლეულში გაყიდვების ზრდის დაახლოებით 70 პროცენტი, აზიისა და წყნარი ოკეანის, ასევე აფრიკის ქვეყნების ბაზრების ხარჯზე მოვა. მათგან კი ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ჩინური ბაზარი იქნება.


ასევე წაიკითხეთ

”ლაზიკა” (ვიდეო)



და

„ტოიოტამ“ მსოფლიო ლიდერობა დაიბრუნა

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/07/blog-post_6603.html

No comments:

Post a Comment