Monday, September 3, 2012

„ფორდის“ ევროპული შტო სამომავლო გეგმას გამოაქვეყნებს

Ford's European Arm to Detail Upcoming Product Launches This Week
3 სექტემბერი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ მისი მთავარი აღმასრულებელი ალან მიულალი და „ფორდ ოფ იუროპის“ თავმჯდომარე სტივენ ოდელი, სხვა უფროს აღმასრულებლებთან ერთად, სპეციალურ შეხვედრაზე, რომელსაც „გოუ ფართერ“ ეწოდა და რომელიც ამსტერდამში (ჰოლანდია) 6 სექტემბერს გაიმართება, ევროპაში წარმოების დაჩქარების დიდ გეგმას გამოაქვეყნებენ.
ცისფერი ოვალი ჯერ ამ გეგმის შესახებ დაწვრილებითი საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა არ მალავს, რომ კომპანია ევროპული ბაზრისთვის ახალი ავტომობილების გამოშვებას და ახალი ტექნოლოგიების ათვისებას აპირებს, რომლებიც ასევე გლობალური ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. ყოველივე არის „ფორდის“ გლობალური გეგმის - „საერთო ფორდი“, ნაწილი.
„მალე, ჩვენი კომპანიის ევროპული შტოს ისტორიაში, ახალი პროდუქციის და ტექნოლოგიების ათვისების ყველაზე მასშტაბურ გეგმას გამოვაქვეყნებთ და მას მომხმარებლებს, დილერებს და ჩვენს თანამშრომლებს, ასევე მედიას, უნიკალური ღონისძიების საშუალებით, პირდაპირ ეთერში წარვუდგენთ“, - ამბობს ოდელი.
არაა გამორიცხული, რომ ამ ღონისძიებაზე, თავისი გეგმების გარდა, „ფორდმა“ საზოგადოებას ახალი „მონდეოც“ წარუდგინოს, ავტომობილი, რომელიც ამერიკაში „ფიუჟენის“ სახელით იყიდება.


ასევე წაიკითხეთ

”ლაზიკა” (ვიდეო)


და

„ტოიოტამ“ მსოფლიო ლიდერობა დაიბრუნა

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/07/blog-post_6603.html

No comments:

Post a Comment