22
სექტემბერი
მარცხნიდან: მალდონადო, ჰამილტონი და ფეტელი |
ლუის
ჰამილტონმა იოლად მოიგო სინგაპურის დიდი პრიზის პოულ პოზიცია. ის მეტოქეებზე იმდენად
სწრაფი იყო, რომ მიუხედავად ბოლო წრეზე დაშვებული შეცდომისა, მაინც მოახერხებდა
პოულის მოპოვებას. შეცდომაცაა და შეცდომაც - ბრიტანელის მანქანა უკანა მარჯვენა
ბორბლით კედელს შეეჯახა, მაგრამ ამის მიუხედავად, მეორე დროის მქონე პასტორ
მალდონადოს მაინც ორი მეათედი წამით აჯობა. ისე კი მას თითქმის ნახევარი წამით
აჯობა.
ჰამილტონს
სინგაპურის რბოლა 2009 წელს აქვს მოგებული და გახდა პირველი მრბოლი, რომელიც
სტარტზე მოწინავე ადგილს მეორედ დაიკავებს. ეს ბოლო ოთხ ეტაპზე „მაკლარენის“
მეოთხე პოულია, რომელთაგან ჰამილტონმა და მისმა თანაგუნდელმა ჯენსონ ბატონმა წინა
სამი მოიგეს.
მესამე დრო
ჰქონდა სებასტიან ფეტელს, ვინც სამივე თავისუფალ პრაქტიკაზე უსწრაფესი იყო. მაგრამ
ამჯერად მას ჰამილტონთან ერთად, მალდონადომაც აჯობა. ვენესუელელის სასახელოდ უნდა
ითქვას, რომ ის მთელი სეზონის განმავლობაში, მოწინავეთა შორისაა და რომ არა მისი
მომეტებული ტემპერამენტი, იქნებ ესპანეთში მოპოვებული გამარჯვება, ჯერჯერობით ერთადერთი
არ ყოფილიყო. მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს მან 0.101 წამით აჯობა.
წრე წუთსა და 47 წამზე ნაკლებში გაიარა ბატონმა, ვინც სტარტს მეორე რიგიდან, ფეტელის გვერდით აიღებს. მათ უკან კი ფერნანდო ალონსო დადგება, ვისაც სინგაპურში ორი გამარჯვება აქვს მოპოვებული. ის კვლავაც დამაჯერებლად ლიდერობს ჩემპიონატს და უახლოეს მდევარ ჰამილტონს 37 ქულას უგებს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბრიტანელი და „მაკლარენი“ შესანიშნავ ფორმაში არიან, სეზონის დასრულებამდე 7 ეტაპით ადრე, ეს არცთუ სოლიდური უპირატესობაა.
წრე წუთსა და 47 წამზე ნაკლებში გაიარა ბატონმა, ვინც სტარტს მეორე რიგიდან, ფეტელის გვერდით აიღებს. მათ უკან კი ფერნანდო ალონსო დადგება, ვისაც სინგაპურში ორი გამარჯვება აქვს მოპოვებული. ის კვლავაც დამაჯერებლად ლიდერობს ჩემპიონატს და უახლოეს მდევარ ჰამილტონს 37 ქულას უგებს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბრიტანელი და „მაკლარენი“ შესანიშნავ ფორმაში არიან, სეზონის დასრულებამდე 7 ეტაპით ადრე, ეს არცთუ სოლიდური უპირატესობაა.
ათეულში ვერ
მოხვდნენ კიმი რაიკონენი და ბელგიური რბოლის გმირი სერხიო პერესი. ფინელმა, ვინც
ჯერ კიდევ პრაქტიკების შემდეგ გამოთქვა უკმაყოფილება მანქანის გამო, მე-12 დრო
გაახერხა, მექსიკელი კი, ვინც სპაზე მეორე ადგილი დაიკავა, ამჯერად მე-14 ადგილს
დასჯერდა.
სინგაპურის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:46.362
2. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:46.804
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:46.905
4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:46.939
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:47.216
6. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:47.241
7. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:47.475
8. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:47.788
9. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) დროის გარეშე
10. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) დროის გარეშე
- - - - - - - - - -
11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:47.975
12. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:48.261
13. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:48.344
14. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:48.505
15. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:48.774
16. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:48.849
17. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი) დროის გარეშე
- - - - - - - - - -
18. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:49.933
19. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი) 1:50.846
20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი) 1:51.137
21. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია) 1:51.370
22. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია) 1:51.762
23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 1:52.372
24.
პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია) 1:53.355
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment