Monday, October 15, 2012

„პორშე“ შეიძლება ფ1-ში დაბრუნდეს


Rumours grow as Porsche signs F1 people
15 ოქტომბერი
ბოლო ხანებში, პადოკში სულ უფრო ხშირად გაიგებთ, რომ შესაძლოა, ფორმულა ერთში მისი ძველი ბინადარი - „პორშე“ დაბრუნდეს. კორეული რბოლის შემდეგ კი, გერმანულმა ჟურნალმა „აუტო მოტორ უნდ შპორტმა“ ამ თემაზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

გამოცემის ვარაუდით, ლე მანზე „პორშეს“ დაბრუნება შესაძლოა, სწორედ ფ1-ისთვის მზადების პროცესი იყოს. ამ ვარაუდს კი ის გარემოება აძლიერებს, რომ „პორშე“ ინტენსიურად ცდილობს ფ1-ის გუნდებიდან გამოცდილი პერსონალის გადაბირებას.
„აუტო მოტორ უნდ შპორტის“ ინფორმაციით, „პორშემ“ უკვე გააფორმა კონტრაქტები ისეთ სპეციალისტებთან, როგორებიც არიან: ფრიც ენცინგერი (ბეემვე ფ1), ალექს ჰიტცინგერი (ფ1-ის ძრავების ექსპერტი), მაიკ კრაკი (ფ1-ის ინჟინერი) და ურს კურატლე (ზაუბერი).
გარდა ამისა, „პორშეს“ ყველა სპეციალობის პერსონალი აინტერესებს, იქნებიან ესენი ინჟინრები, თუ უბრალო მექანიკოსები, რომლებსაც რბოლების დროს, მანქანების სწრაფად მომსახურების გამოცდილება აქვთ. გადაბირების ობიექტებად კი ნებისმიერი გუნდის თანამშრომლები გამოდგებიან...
პარალელურად, თავის ვაიზენახის ცენტრს, „პორშე“ მოდერნიზაციას უტარებს, რის შემდეგაც ის მოტორ სპორტის ულტრათანამედროვე ცენტრი გახდება. რა თქმა უნდა, ამ ცენტრს საკუთარი აეროდინამიკური მილი ექნება. გარდა ამისა, თავისი ტესტ პილოტებისთვის, „პორშემ“ უკვე არაერთი საათით დაიქირავა „მაკლარენის“ ულტრათანამედროვე სიმულატორი.
მთელი ეს ინფორმაცია ბადებს საფუძვლიან კითხვას, რომლითაც გერმანული გამოცემა თავის ინფორმაციას ამთავრებს: „ფორმულა ერთის პადოკში აინტერესებთ, ასეთი ძვირადღირებული წამოწყება, მართლა მხოლოდ ლე მანისთვისაა“?

No comments:

Post a Comment