Monday, October 15, 2012

„ჰიუნდაი ველოსტერ ტურბო“ 400 ცხენის ძალით


Hyundai Veloster Turbo gets a Whole Lot Faster for the SEMA Show with 400HP Tune
15 ოქტომბერი
უკვე რამდნიმე წელია, „ჰიუნდაი“ ლას ვეგასის შოუ SEMA-ს არ აცდენს და ამ ტრადიციის დარღვევას არც წელს აპირებს. მსოფლიოში ტუნინგის უდიდეს გამოფენაზე, კორეული კომპანია თავის პოპულარულ კუპე „ველოსტერ ტურბოს“ განსაკუთრებულ ვერსიას წარადგენს.

ამ ავტომობილს სახელად „ველოსიტი“ უწოდეს. მის შემუშავებაში მონაწილეობა „ჰიუნდაის“ ამერიკული შტოს ირვაინის (შტატი კალიფორნია) ტექნიკური ცენტრის საინჟინრო და დიზაინის დივიზიონებმა მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ადრე ასეთ პროექტზე მუშაობისას, კორეულ კომპანიას პარტნიორობას ტუნინგზე სპეციალიზებული კომპანია „AEK პერფორმენსი“ და სარბოლი ავტომობილების მწარმოებელი „კოსუორტი“ უწევდნენ, რომლებთან ერთადაც, „ჯენეზის კუპეს“ სპეცვერსიები შემუშავდა.
„როდესაც „ველოსიტიზე“ ვმუშაობდით, მიზნად დავისახეთ, რომ „ველოსტერის“ საწყისი კონცეპტუალური ესკოზები რეალობად გვექცია. „ველოსტერის“ სახით, ჩვენმა საინჟინრო და დიზაინის გუნდებმა, „ველოსტერი“ ყოველდღიურობის ჩარჩოდან გამოიყვანეს“, - ამბობს ქალაქ ირვინის დიზაინ ცენტრის შეფი კრის ჩეპმენი.
პროექტში მონაწილეობა „კოსუორტის“ სპეციალისტებმაც მიიღეს, რომლებმაც „ველოსტერის“ 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავი ნამდვილ მხეცად აქციეს. მათ დგუშები, ბარბაცები, ტურბოკომპრესორი, ტურბო სისტემის საშუალედო გამაგრილებელი, შემშვები სისტემა, საწვავის მიწოდების სისტემა და ძრავის მართვის კომპიუტერული სისტემის პროგრამა დაამუშავეს. შედეგად, სიმძლავრე და მაბრუნი მომენტი, 201 ცხენის ძალიდან და 265 ნიუტონმეტრიდან, 400 ცხენის ძალამდე და 475 ნიუტონმეტრამდე გაიზარდა.
სიმძლავრის გაორმაგების პარალელურად, სამუშაოები შასიზეც ჩატარდა. მთლიანად გამოცვალეს საკიდარი, რომელიც „ბილშტაინის“ წარმოების ამორტიზატორებით აღიჭურვა. მუხრუჭების სისტემა „ბრემბოსია“ და ოთხცილინდრიან სუპორტებზეა აწყობილი. ახალ, 19-დუიმიან ბორბლებზე კი „კუმიოს“ წარმოების 275/35R19 საბურავები დააყენეს, რომლებიც მაღალი სიჩქარით მოძრაობისათვისაა განკუთვნილი.
რა თქმა უნდა, შეიცვალა აეროდინამიკური პაკეტი. უფრო სწორედ, ძარა თითქმის მთლიანად გადაკეთდა. ავტომობილმა ძლიერ აგრესიული გარეგნობა მიიღო. ამაში მას ხელი განიერმა ძარამ, ძიერ დაბერილმა საბორბლე თაღებმა, წინა და უკანა ზორბა სპოილერებმა, ძალიან დაწეულმა კლირენსმა, უკანა ანტი ფრთამ, უკანა დიფუზორმა, ასევე სპორტულ ყაიდაზე შესრულებულმა ინტერიერმა და დამცავმა კარკასმა შეუწყო.

No comments:

Post a Comment