Thursday, October 25, 2012

„რედ ბულს“ შარშანდელი ტიტული 245 მილიონი ევრო დაუჯდა

Red Bull spent EUR 245m for 2011 title
25 ოქტომბერი
გერმანულ გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გასულ სეზონში, ფორმულა ერთის ბრიტანეთში ბაზირებულ გუნდებს შორის, ყველაზე მეტი ბიუჯეტი - 245 მილიონი ევრო, კომპანია „რედ ბულ ტექნოლოჯიზს“ ჰქონდა, რომელსაც ამავე კომპანიის სარბოლი გუნდი ეკუთვნის.
ამ თანხიდან, 42 მილიონი, ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელ ავსტრიულ კომპანია „რედ ბულის“ მიერაა გადარიცხული. მაგრამ გამოცემას არ დაუზუსტებია, დასახელებული 245 მილიონიდან, რა თანხა მოხმარდა ფ1-ის გუნდს, რომელთან ერთადაც, სებასტიან ფეტელმა ზედიზედ მეორე ტიტული მოიპოვა.
იმავე პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ მეორე ყველაზე დიდი ბიუჯეტი - 155 მილიონი, „ლოტუსს“ ჰქონდა. 145-მილიონიანი ბიუჯეტი ჰქონდა „მერსედეს GP-ს“ (რომლის საჯინიბოც ბრიტანეთის ბრეკლიშია ბაზირებული), 111 მილიონი - „უილიამსს“. ამასთან, „მაკლარენს“ თავისი ფინანსური მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია.
ეს ინფორმაცია მეტოქე გუნდების უკმაყოფილებას გამოიწვევს იმის გამო, რომ „რედ ბული“ პრაქტიკულად არ ემორჩილება შეთანხმებას, რომელიც ხარჯების შეზღუდვას ითვალისწინებს. სხვათა შორის, პადოკში უკვე ლაპარაკობენ იმაზე, რომ ზოგიერთი საჯინიბო, შემოვლით გზებს იყენებს იმისათვის, რომ რეალური ხარჯები დამალოს.
მაგრამ უკმაყოფილო გუნდებს შორის არაა „რედ ბულის“ მთავარი მეტოქე - „მაკლარენი“, რომლის შეფი მარტინ უიტმარში ამბობს: „თუ ისინი (რედ ბული) ჩვენს წინ არიან, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენზე უკეთ იმუშავეს“. ანუ, ბიუჯეტის ზომა არაფერ შუაშიაო... როგორც ჩანს, „მაკლარენის“ ბიუჯეტი „რედ ბულის“ ბიუჯეტზე არანაკლებ შთამბეჭდავი უნდა იყოს, რაც შეეხება „ფერარის“, არც მისი მონაცემებია ცნობილი, თუმცა ტრადციულად, იტალიური საჯინიბო ყველაზე მხარჯველ გუნდადაა მიჩნეული...

No comments:

Post a Comment