Thursday, October 25, 2012

„ფოლკსვაგენი“ მსოფლიო ლიდერობას უახლოვდება


VW moves closer to global No. 1 goal as it outsells GM in China
25 ოქტომბერი
მთავარი სიმპტომი იმისა, რომ „ფოლკსვაგენი“ მალე მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი გახდება, ჩინეთის ბაზარზე მიღწეული წარმატებებია. ჩინეთი მსოფლიოს უდიდესი ბაზარია და ბოლო რვა წელია, იქ პირველი ადგილი „ჯენერალ მოტორსს“ უკავია. მაგრამ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, ამერიკულ კომპანიას გერმანულმა გიგანტმა აჯობა.

მესამე კვარტალში, „ფოლკსვაგენის“ გაყიდვები ცისქვეშეთში 21 პროცენტით გაიზარდა და 704 991 ავტომობილი შეადგინა. თითქმის სამჯერ ნაკლები ზრდა დაუფიქსირდა „ჯენერალ მოტორსს“, რომელმაც სამ თვეში 664 765 ავტომობილი გაჰყიდა.
ბიუიკ ექსცელი
სპეციალისტების შეფასებით, ჩინური ბაზარი მალე უფრო დიდი იქნება, ვიდრე ამერიკული, გერმანული და იაპონური ერთად აღებული. ბუნებრივია, ასეთ სიტუაციაში, მასზე წილის გაზრდა, მწარმოებლის კეთილდღეობას დიდწილად განაპირობებს. სხვათა შორის, ორივე კომპანიისთვის, ჩინური ბაზარი უდიდესია. ანალიტიკოსები ელიან, რომ ჩინეთში ლიდერობისთვის მათ შორის ბრძოლა გამწვავდება, ეს კი მათს გლობალურ პოზიციონირებაზე იმოქმედებს.
სუნდა ითქვას, რომ ზემოთ მოყვანილი რიცხვები დაზუსტებას საჭიროებს. ამის მიზეზი ისაა, რომ „ფოლკსვაგენი“ თავის მონაცემებში, ჰონ კონგის და მაკაუს გაყიდვებსაც ითვალისწინებს. სამაგიეროდ, მასში პიკაპების გაყიდვები შეტანილი არაა. „ჯენერალ მოტორსი“ კი პირიქით - ჰონ კონგსა და მაკაუში გაყიდულ ავტომობილებს არ თვლის. სამაგიეროდ, თავის ცინურ გაყიდვებში, პიკაპებიც გათვალისწინებული აქვს.
ვულინ სანშაინი
ცხრა თვის მონაცემებით, გენერლები ვოლფსბურგელებს დაახლოებით 77 000 ავტომობილით „უგებენ“, რაც საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ წლის ბოლოსთვისაც ბაზრის ლიდერებად დარჩნენ. ამერიკული კომპანიის ყველაზე პოპულარული ავტომობილებია „ბიუიკ ექსცელი“ და „შევროლე სეილი“. „ფოლკსვაგენის“ ბანაკში კი საუკეთესო გაყიდვებით გამოირჩევა. სხვათა შორის, გენერკების ორი დასახელებული მოდელი, ჩინური ბაზრის ლიდერებია, „ჯეტა“ კი მეოთხეა. ამ მხრივ, მესამე ადგილი „ფორდ ფოკუსს“ უკავია. საინტერესოა ისიც, რომ ჩინეთში 10 ყველაზე პოპულარული მანქანიდან, ხუთი „ფოლკსვაგენის“ ჯგუფისაა, სამი კი - „ჯენერალ მოტორსის“.
„ფოლკსვაგენმა“ მესამე კვარტალში ჩინურ ბაზარზე ორი ახალი სედანი - „ლავიდა“ და „აუდ A4L“ გამოუშვა, რამაც მისი ჯამური გაყიდვების ზრდა განაპირობა. გარდა ამისა, გაყიდვების ზრდა იმ ფაქტორმაც განაპირობა, რომ იაპონიისგან ჩინეთისადმი წამოყენებულ ტერიტორიულ პრეტენზიებს, ჩინეთში იაპონურ ავტომობილებზე მოთხოვნის შემცირება გამოიწვია. ამით კი, „ფოლკსვაგენმა“, „ჰიუნდაიმ“ და „კიამ“ ყველაზე მეტად ისარგებლეს. ამით ნაკლებად იხეირა „ჯენერალ მოტორსმა“, რომლის სედანების უმეტესობაც, ჩინურ ბაზარზე უკვე სამი წელია, იყიდება და საგრძნობლად მოძველდა. შესაბამისად, მათზე მოთხოვნაც შემცირებულია. ამ ავტომობილებს მალე განახლება ელის და შესაბამისად, მათი გაყიდვებიც გაიზრდება.
მართალია, ჩინეთში გაყიდვები ცოტათი შემცირდა, მაგრამ ბაზარს ზრდის სოლიდური პოტენციალი გააჩნია. მაგალითად, ქვეყნის ავტომობილიზაციის ხარისხი, მოსახლეობის მხოლოდ 4.7 პროცენტია. შედარებისთვის, იაპონიაში ავტომობილების რიცხვი, მოსახლეობის 51 პროცენტს აღწევს, აშშ-ში კი - 81 პროცენტს (2009 წლის მონაცემებით).
ფოლკსვაგენ ლავიდა
საინტერესოა ასევე ამ ორი კომპანიის საინვესტიციო გეგმები. „ფოლკსვაგენი“ ჩინეთის ბაზარზე, 2012-2016 წლებში 14 მილიარდი ევროს (დაახლოებით 18 მილიარდი დოლარი) ინვესტირებას აპირებს, 2011-2015 წლებში „ჯენერალ მოტორსის“ გეგმა კი 7 მილიარდი დოლარის ინვესტირებას ითვალისწინებს.
პირველობისთვის აშკარა ბრძოლის მიუხედავად, „ჯენერალ მოტორსის“ მთავარი აღმასრულებელი დენ აკერსონი ამბობს, რომ მისთვის მთავარი არის არა გაყიდვებში მსოფლიო ლიდერობა, არამედ სოლიდური მოგების მიღება, რაც კომპანიის კეთილდღეობის მთავარი საწინდარია.
სხვათა შორის, „ჯენერალ მოტორსის“ ჩინურ გაყიდვებში კვლავაც სოლიდური ადგილი უკავია ჩინურ კომპანია „ვულინის“ გაყიდვებს (ამერიკული კომპანიის ჩინური გაყიდვების თითქმის ნახევარი სწორედ „ვულინზე“ მოდის). ამ კომპანიის საკონტროლო პაკეტი სწორედ გენერლებს ეკუთვნით. განსაკუთრებული პოპულარობით „ვულინის“ მინივენები სარგებლობს, რომლებსაც როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო დანიშნულებით იყენებენ. მათი საბაზო ფასი კი 5000 დოლარზე დაბალია.

No comments:

Post a Comment