Sunday, October 21, 2012

„ოზი ინვედერ 5R„ - „ბლადჰაუნდ SSC-ს“ ავსტრალიელი მეტოქე

Bloodhound SSC Gets Competition from Australia
21 ოქტომბერი
ცოტა ხნის წინ, ბრიტანულ ჯგუფ „ბლადჰაუნდის“ გეგმების შესახებ ვრცლად მოგიყევით. ამ გეგმებში, ხმელეთის ახალი რეკორდის დამყარება შედის. რეკორდიცაა და რეკორდიც - მოქმედ რეკორდსმენები - რიჩარდ ნოუბლი და ენდი გრინი ეცდბიან, საათში 1600 კმ/სთ (დაახლოებით 1.4 მახი, ანუ ბგერის სიჩქარეზე 1.4-ჯერ მეტი) სიჩქარე განავითარონ!
ამ ბარიერის დაძლევა წარმოუდგენლად ჩანს, მაგრამ თურმე „ბლადჰაუნდის“ გარდა, მის გადალახვას სხვებიც ცდილობენ. ეს სხვები კი სამხრეთ ნახევარსფეროდან, კერძოდ კი ავსტრალიიდან არიან. ბრიტანელების მსგავსად, ავსტრალიელებმაც თავიანთ მანქანას და გუნდს ერთიდაიგივე სახელი - „ოზი ინვედერ“ (ავსტრალიელი დამპყრობელი“ უწოდეს. ოღონდ, მანქანას ინდექსად 5R მიუწერეს.
ოზთა გუნდს მათი კონტინენტის სიჩქარის რეკორდსმენი როსკო მაკგლეშენი ხელმძღვანელობს. მათი სარეკორდო ავტომობილიც სარაკეტო ძრავითაა აღჭურვილი. უფრო სწორი კი იქნებოდა გვეთქვა, რომ სტრიმლაინერის კლასის ავტომობილი (თუ შეიძლება მას ავტომობილი ეწოდოს), რაკეტის ძრავზეა (ატლას V) აწყობილი. ძრავი საწვავად ბიო-ნავთს და ჟანგბადს იყენებს.
ძრავი უზარმაზარ სიმძლავრეს - დაახლოებით 200 000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. წინასწარი გათვლებით, ეს საკმარისი იქნება იმისათვის, რომ „ოზი ინვედერ 5R-მა“ სასურველი სიჩქარე (1000 მლ/სთ) სულ რაღაც, 20 წამში აკრიფოს! ავტომობილის კონსტრუქცია ისეთია, რომ მან გარბენი დამშრალი მარილოვანი ტბის ფსკერზე შეასრულოს. ის მასიურ ბორბლებზე დგას, რომლებიც ალუმინისგანაა დამზადებული. მათი წონა 100 კიოგრამს აღწევს და წუთში 10 000 ბრუნის გაკეთება შეუძლია ისე, რომ არ დაზიანდეს.
ასეთი მონაცემების მიუხედავად, ავსტრალიელები სასურველი მიზნის დაუყოვნებლივ მიღწევას არ გეგმავენ. ისინი ამას ნაბიჯ-ნაბიჯ გააკეთებენ. ამის მიზეზი ისაა, რომ სხვანაირად, პილოტის უსაფრთხოების დაცვა შეუძლებელი იქნება.
სახმელეთო სიჩქარის რეკორდების უმეტესობა ამერიკული ბონვილის დამშრალი ტბის ფსკერზეა დამყარებული, „ოზი ინვედერს“ რეკორდის ავსტრალიაში დამყარება სურს. თუმცა შესაფერისი ადგილი ჯერ არ აურჩევია. განიხილება ორი ვარიანტი: კიმბერლი (დასავლეთ ავსტრალია) და ბირდსვილი (ქვინსლენდი).

No comments:

Post a Comment