Thursday, October 11, 2012

რიორლი, „პორშე 918 სპაიდერი“ და ნურბურგრინგი (ვიდეო)


Rally Legend Walter Röhrl Drives the New Porsche 918 Spyder on the Nürburgring
11 ოქტომბერი
თუ „პორშე 918 სპაიდერის“ შეძენა გსურთ, შეგიძლიათ მიხვიდეთ ამ კომპანიის უახლოეს დილერთან და შეუკვეთოთ, ეს „სულ რაღაც“, 845 000 დოლარი დაგიჯდებათ. მაგრამ სასურველ სუპერ ავტომობილს სანამ მიიღებთ, წელიწადზე მეტხანს ლოდინი მოგიწევთ.

მაგრამ გერმანული კომპანია ამ ამ ავტომობილის შესახებ ნაირ-ნაირ ინფორმაციას მუდმივად ავრცელებს. მათი უმეტესობის დანიშნულება ახალი ავტომობილის მაქსიმალური რეკლამაა. ახლახანს „918 სპაიდერით“ ნურბურგრინგის ჩრდილოურ მარყუჟზე შესანიშნავი დრო დაფიქსირდა...
რა თქმა უნდა, ამ ავტომობილით დაინტერესებას მედიაც ავლენს.მაგალითად, ჟურნალი „ევო“, რომლის დირექტორმა ჰარი მეტკალფმა, იტალიის სამხრეთში მდებარე ნარდოს ტრეკზე, რომელიც „პორშეს“ ეკუთვნის, მგზავრის როლში, „918 სპაიდერის“ ადრეული პროტოტიპით, რამდენიმე წრე გაიარა. ახლახანს კი შტუტგარტელებმა ის ნურბურგრინგზეც მიიწვიეს, სადაც მან შტურმანობა  ლეგენდარულ ვალტერ რიორლს გაუწია. თან, ამჯერად მას სერიულ ვერსიასთან ახლოს მყოფი ავტომობილი გააცნეს.
ვინც არ იცის, შევახსენებთ, რომ რიორლი ორგზის (1980 და 1982 წლებში) რალის მსოფლიო ჩემპიონია. ამჟამად ის 65 წლისაა და „პორშეს“ მთავარი ტესტერის როლს ასრულებს. ახალ ავტომობილებს, სატესტო პროგრამის ბოლოს, სწორედ ის აძლევს ვიზას იმისას, რომ ავტომობილმა სრულყოფის მთელი პროცესი გაიარა და წარმოებისთვის აბსოლუტურ მზადყოფნაშია.
ამ ვიდეოში, რიორლი მეტკალფს უყვება, რომ „918 სპაიდერით“ ნორდშლაიფზე შესრულებული პირველივე, ფრთხილი წრე 8 წუთზე ნაკლებში გაიარა. ის ამბობს, რომ ავტომობილი პირველად ოთხი კვირის წინ იხილა და გაოცებული დარჩა, იმდენად ადვილი სამართავია მისი 800+ ცხენის ძალა...

ვიდეო

No comments:

Post a Comment