Thursday, October 11, 2012

ახალი „მაზდა3“ სრულად განახლდება და შემსუბუქდება


2014 Mazda3 Will Be All-New, Much Lighter
11 ოქტომბერი
„მაზდამ“ შარშან თავისი ყველაზე პოპულარული ავტომობილის, „მაზდა3-ის“ მეორე თაობის მოდელი მნიშვნელოვნად განაახლა. ცვლილებები პრაქტიკულად არ შეხებია შასის, რომლის საფუძველსაც „ფორდის“ პლატფორმა წარმოადგენს. სამაგიეროდ, მნიშვნელოვნად გადაახალისა მისი აღჭურვილობა. ამერიკული ბაზრისთვის კი პირველად გამოიყენა თავისი სიამაყე - სერია „სკაიაქტივ-G-ს“ ბენზინის ძრავი, რომლის სიმძლავრე 155 ცხენის ძალაა და რომელიც 100 კილომეტრზე 6.0 ლიტრ ბენზინს მოიხმარს.

მაგრამ უბრალო განახლება ავტომობილისა, რომელიც გლობალური მასშტაბით ყველაზე კონკურენტულ, C-სეგმენტში გადის, საკმარისი არაა. თუმცა, იმ დროს, როდესაც კომპანია სხვა მოდელების (მზადა6 და ქროსოვერი CX-5) სრულიად ახალი ვერსიების ბაზრისთვის მზადებით იყო დაკავებული, მეტის გაკეთება შეუძლებელი გახდა.
და აი, ბესტსელერის ჯერიც დადგა. გამოცემა „ქარ ენდ დრაივერი“ იტყობინება, რომ 2013 წელს, ან 2014 წლის დასაწყისში, იაპონური კომპანია სრულიად ახალ „მაზდა3-ს“ გაგვაცნობს, რომელიც წინამორბედთან შედარებით, გაცილებით მსუბუქი იქნება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად მსუბუქი.
ასევე უცნობია ახალი ავტომობილის სხვა დეტალები, თუმცა „ქარ ენდ დრაივერი“ ირწმუნება, რომ იაპონური კომპანია „მაზდა3-ის“ MPS-ვერსიასაც (მაზდა3-ის ყველაზე მძლავრი ვერსია) გამოუშვებს. რაც შეეხება პლატფორმას, სავარაუდოდ ახალი „მაზდა3“, ქროსოვერ CX-5-ის მოდიფიცირებულ პლატფორმას დაეყრდნობა.

No comments:

Post a Comment